Monday, March 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ოპოზიციის ალიანსი გამარჯვების ერთობლივ სტრატეგიაზე და თანამშრომლობის წესებზე შეთანხმდა

March 2, 2026
ოპოზიციის ალიანსი გამარჯვების ერთობლივ სტრატეგიაზე და თანამშრომლობის წესებზე შეთანხმდა

„ოპოზიციური პარტიების ალიანსი გამარჯვების ერთობლივ სტრატეგიაზე და ურთიერთთანამშრომლობის წესებზე შეთანხმდა.

დღეს, საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები გამარჯვების საერთო სტრატეგიაზე და თანამშრომლობის წესებზე შეთანხმდნენ.

ოპოზიციის ალიანსი მიზნად ისახავს ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმისგან საქართველოს გათავისუფლებას, ევრო-ატლანტიკური კურსის აღდგენას და ამ გზით, საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის გადარჩენას.

ალიანსის წევრი პარტიებია: ახალი, გირჩი – მეტი თავისუფლება, დროა, ევროპული საქართველო, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, თავისუფლების მოედანი, სტრატეგია აღმაშენებელი და ფედერალისტები.
ოპოზიციის ალიანსი შეთანხმდა, რომ დღეს მიმდინარეობს სასიცოცხლო ბრძოლა საქართველოს ისტორიული, ცივილიზაციური არჩევანის შესახებ, რომლითაც გადაწყდება, თუ „რკინის ფარდის“ რომელ მხარეს აღმოჩნდება ქართველი ხალხი შემდეგი ათწლეულების განმავლობაში.

ოპოზიციის ალიანსის სტრატეგიული მიზანია საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის მობილიზება მშვიდობიანი პროტესტისა და რეჟიმის დემონტაჟისთვის.

შეთანხმების ძირითადი პრინციპებია:
• ერთობა ერთფეროვნების გარეშე: პარტიები ინარჩუნებენ იდეოლოგიურ იდენტობას, თუმცა თანხმდებიან ერთიან საკომუნიკაციო და საპროტესტო სტრატეგიაზე.
• დემოკრატიული ალტერნატივა: ალიანსი თანხმდება, რომ ავტოკრატიულ რეჟიმს მხოლოდ მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებული დემოკრატიული ალტერნატივა დაამარცხებს;
• მიზნის მიღწევის გზა: პროტესტის გაფართოება, საერთაშორისო წნეხის გაძლიერება და დემოკრატიული, სანდო ალტერნატივის შეთავაზება ქართველი ხალხისთვის.

ქცევის კოდექსი და პასუხისმგებლობა: დოკუმენტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ქცევის კოდექსი, რომელიც აწესრიგებს ხელმომწერ პარტიებს შორის თანამშრომლობის წესებს მყარი ერთობის უზრუნველსაყოფად;

პარტიები აღიარებენ ერთმანეთს თანასწორ პარტნიორებად და თანხმდებიან, რომ საერთო მიზნის მისაღწევად კოორდინირებული მოქმედება სტრატეგიული აუცილებლობაა.

ოპოზიციის ალიანსი იბრძოლებს ბოლომდე – პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებამდე და თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების მოპოვებამდე“ — ნათქვამია 9 პროდასავლური პარტიის განცხადებაში

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!”- საგარეო უწყება საგანგებო განცხადებას ავრცელებს
  • საქართველო დანიის ნაკრებს უმასპინძლებს
  • ოპოზიციის ალიანსი გამარჯვების ერთობლივ სტრატეგიაზე და თანამშრომლობის წესებზე შეთანხმდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge