ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო თბილისისა და ბათუმის აეროპორტებიდან 20-ზე მეტი რეისი გაუქმდა
თბილისის აეროპორტიდან გაუქმდა:
თელ-ავივის მიმართულებით 7 რეისი;
შარჯას მიმართულებით 2 რისი;
დუბაის მიმართულებით 3 რეისი;
აბუ-დაბის მიმართულებით 1 რეისი;
დოჰას მიმართულებით 3 რეისი;
ქუვეითის მიმართულებით 1 რეისი;
ირანის დედაქალაქ თეირანის მიმართულებით რეისი ხვალ, 2 მარტს არის დაგეგმილი, თუმცა თბილისის აეროპორტი ჯერ ვერ აკეთებს კომენტარს შესრულდება თუ არა ფრენა.
ბათუმის აეროპორტიდან ისრაელის მიმართულებით ოთხი რეისი სრულდებოდა, თუმცა ყველა გაუქმდა.
