“74 წლის ქალბატონი შემოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. პაციენტს აღენიშნება სხეულის სხვადასხვა მიდამოს დაზიანება. პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც უტარდება შესაბამისი მკურნალობა-მონიტორინგი. ამ ეტაპისთვის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა პაციენტს აქვს ქრონიკული დაავადებები, აქვს ასევე თერმოინჰალაციური დაზიანება, რაც მის სიმძიმეს განაპირობებს და ამიტომ ჯერ-ჯერობით არ შემიძლია ვთქვა, როგორი იქნება მისი მდგომარეობა. […] 12% არის სხეულის ფართობის დაზიანებული.”
აცხადებს ექიმი გიორგი აბესაძე ქუთაისში, აფეთქების შედეგად დაშავებულთან დაკავშირებით.
