ჩემი მიზანი ირანში ხალხის თავისუფლებაა – აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანში იერიშების დაწყების შემდეგ Washington Post-თან მოკლე სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.
“ხალხისთვის მხოლოდ თავისუფლება მსურს. უსაფრთხო ქვეყანა მსურს და ეს არის ის, რაც გვექნება“, – განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, დღეს დილით დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ოპერაციას „ეპიკური მძვინვარება“ ეწოდა.
