საგურამოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. როგორც ახლობლები ამბობენ, ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა საჭესთან მყოფი 26 წლის ახალგაზრდა, ზაზა ნადირაშვილი. ის საგურამოში ცხოვრობდა და როგორც ჩანს, ახალგაზრდა სახლში ბრუნდებოდა, როცა შემთხვევა მოხდა.
სოციალურ ქსელში დაიდო არაერთი სტატუსი და ემშვიდობებიან წარმატებულ ახალგაზრდას.
“ჩვენ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ზაზა ნადირაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ზაზა GIONFE-ში წლების განმავლობაში იკავებდა მენეჯერულ პოზიციებს და მან დიდი წვლილი შეიტანა ორგანიზაციის განვითარებაში, ჩვენი არსებობის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე. ის იყო ძალიან ღირსეული და გამორჩეული მეგობარი, რომლის დაკარგვა განსაკუთრებით მძიმეა და წარმოუდგენელია ჩვენთვის. ჩვენი გუნდი უსამძიმრებს და თანაუგრძნობს ზაზას ოჯახსა და მის მეგობრებს” – წერია სამძიმრის წერილში, რომელიც საქართველოს არაფორმალურმა განათლების ინსტიტუტმა გაავრცელა.
ამ ორგანიზაციაში ის წლების განმავლობაში მუშაობდა.
“ძალიან დამწუხრებულები ვართ მომხდარი ტრაგედიით. ავარიით გარდაიცვალა ჩვენი უკარგესი თანამშრომელი ზაზა. როგორც ვიცით, ავარია სახლთან ახლოს მოხდა. საგურამოში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. ზაკი ჩვენი დიდი ხნის გამორჩეული თანამშრომელი იყო. 2017 წლიდან მუშაობდა, ძალიან ერთგული, ძალიან შრომისმოყვარე, არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. ახალგაზრდულ პროექტებს ვაკეთებდით ერთად და ჩართული იყო მთლიანად ამ პროცესებში. რეგიონული განვითარების მიმართულებით მუშაობდა ჩვენთან, პროექტების კოორდინატორის პოზიციაზე, ძალიან მძიმე ჩვენთვის ეს ამბავი, რაც მოხდა. 26 წლის იყო, ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე. დაოჯახებული იყო. ძალიან დიდი კაცი იყო ეს პატარა ბიჭი მისი გამორჩეული თვისებებით, მისი თავმდაბლობით, ღირსებებით. უმძიმესია, ძალიან დიდი დანაკლისია მისი ტრაგიკული გარდაცვალება. როგორც ვიცით, საჭესთან თვითონ იჯდა, რა და როგორ მოხდა, ზუსტად დეტალები არ ვიცი, ვიცი რომ სამწუხაროდ ადგილზეა გარდაცვლილი. გუშინწინ გაიგეთ ამის შესახებ.” – აზაზა ნადირაშვილის თანამშრომელი
