ზემო ფონიჭალაში, ბერი ნიკოლოზის(ნარიმანის) საცხოვრებელ სახლთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. მრევლი მის საცხოვრებელ სახლში შესვლასითხოვენ, რის უფლებასაც სამართალდამცველები არ აძლევენ. ადგილზე მრევლსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა იყო.
სახლში, სადაც ნარიმან მაქარაშვილი, იგივე ბერი ნიკოლოზი გარდაცვლილი იპოვეს, ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მრევლის ინფორმაციით, ბერი ნიკოლოზი 9 აპრილის შემდეგ არ უნახავთ და მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
ნარიმან მაქარაშვილი, იგივე ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი), საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
