ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ უახლოესი სამი დღე, შესაძლოა, განსაკუთრებულად რთული აღმოჩნდეს.
„28 თებერვალი, 1 მარტი და 2 მარტი, შესაძლოა, რთული დღეები იყოს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეიძლება 1 მარტი აღმოჩნდეს, რადგან ტრანზიტული მარსი ზუსტად იმ 29-ე გრადუსს გაივლის, რომელზედაც მოხდა 17 თებერვლის მზის დაბნელება. წინა და მომდევნო დღეები ანუ 28 და 2- მარსი 1 გრადუსის ფარგლებში უერთდება ამ წერტილს, ამიტომ ზეგავლენა შესაძლოა ოდნავ სუსტი იყოს.
როდესაც ტრანზიტული მარსი გადადის იმავე ზოდიაქოს 29-ე გრადუსზე, სადაც ახლახან მოხდა მზის დაბნელება, ეს ჰგავს ასტროლოგიურ „ტრიგერს“ – თითქოს ვიღაცამ უკვე დაწერილი სცენარი ხელახლა ჩართო მოქმედებაში.
დაბნელება წარმოშობს პროცესს, მარსი უბრალოდ ააქტიურებს მას, ანუ მარსი მოქმედებს როგორც კატალიზატორი აჩქარებს იმას, რაც უკვე მზად იყო.
ეს ამბავი საყურადღებოა იმითაც, ასტროლოგიაში ზოდიაქოს ნიშნის ბოლო გრადუსები ეგრეთ წოდებული ანარეტულ, ანუ კრიტიკულ გრადუსებად ითვლებიან. აქ ენერგია მაქსიმალურად იძაბება. საკითხი, რომელიც უკვე დაწყებულია, ითხოვს სწრაფ გადაწყვეტილებას.
28 თებერვლის ეს ენერგია უკვე საგრძნობი გახდება. შეიძლება მოიტანოს უმიზეზო გაღიზიანება, ძველი თემის გამწვავება ( მით უმეტეს მერკურიც რეტროა), მოვლენებს ექმნებათ დაჩქარებული ხასიათი.
1 მარტს, როგორც გითხარით, პიკია, ამ დღეს შეუძლია მოიტანოს კონფლიქტები, რომლებსაც ვერ ავიცილებთ მარტივად, არის თავისუფლების გაზრდილი, გადაჭარბებული მოთხოვნილება. ადამიანი ყველგან და ყველაფერში ხედავს შეზღუდვებს, წინააღმდეგობებს, რასაც მოთმინებიდან გამოჰყავს და კონფლიქტში აბამს. 2 მარტს ენერგია ნელდება, მაგრამ შედეგები უკვე დაწყებულია. შეიძლება მოიტანოს ემოციური გადაღლა, რეალობის სხვაგვარი გაცნობიერება, უღონობა. ეს დღეები უფრო მეტად ეხება იმ სახლს და იმ სფეროს, სადაც თქვენს პირად რუკაში დაბნელება მოხდა. საზოგადოებრივ დონეზე კი შესაძლოა გაამწვავოს პოლიტიკური დაძაბულობა, წამოვიდეს აგრესიული განცხადებები; სამხედრო თემების აქტივაცია; გამორიცხული არაა ტექნიკური ავარიები, რევოლუციური პროცესები. თუ პროცესს ცნობიერად შეხვდებით, ეს შეიძლება გახდეს გადამწყვეტი ნაბიჯის დრო. თუ წინააღმდეგობას გაუწევთ – შეიძლება იყოს იძულებითი ცვლილება. ამიტომ მუდამ გვახსოვდეს – ვარსკვლავები იძლევიან ტენდენციებს, არჩევანი კი მუდამ ჩვენზეა, როგორ ვიმოქმედებთ…“, – წერს ასტროლოგი სოციალურ
