რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 თებერვალს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ძველი თაყვანისმცემლები ქათინაურებით აგავსებენ, თუმცა სერიოზული ურთიერთობის იმედი ნუ გექნებათ. ახლობლებთან ურთიერთობაში ჰარმონიის შენარჩუნება ყოველთვის მარტივი არ არის. თუ თავს არ გააკონტროლებთ, შესაძლოა სკანდალში გახვეული აღმოჩნდეთ.
შესაძლოა მალე დაწინაურება შემოგთავაზონ, მაგრამ სანამ დათანხმდებით კარგად დაფიქრდით – შეძლებთ თუ არა ნდობის გამართლებას? ვარსკვლავების პროგნოზი ფულის ეკონომიურად ხარჯვას გირჩევთ – გამორიცხული, რომ მოულოდნელმა გარემოებებმა ფინანსური დაბანდება მოითხოვოს.
ეცადეთ წყენა საკუთარ თავსაც და სხვებსაც აპატიოთ, რათა ნეგატიური ემოციებისგან გათავისუფლდეთ.
კურო
იდეალური დღეა რომანტიკული ურთიერთობების დაწყებისთვის. დაუვიწყარი შეხვედრები და პერსპექტიული ნაცნობობა გელით. შანსი გაქვთ, რომ ძველი პრობლემები მოაგვაროთ და კომპლექსებისგან გათავისუფლდეთ. ახლობლების, ნათესავებისა და მეგობრების გარემოცვაში დიდ დროს გაატარებთ. დღე ხელსაყრელია მათთვის, ვისაც გარემო პირობებთან ადაპტაცია შეუძლია.
სამსახურში ისეთი რამ მოხდება, რასაც დიდი ხანია ელით — შესაძლოა, წარსული დამსახურებისთვის დაწინაურება შემოგთავაზონ. ფინანსური მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა. შესაძლოა, სესხის აღება დაგჭირდეთ.
სუფრასთან თავშეკავება გამოიჩინეთ – გადაჭარბებული კვება ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
ტყუპები
პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებებისთვის მოემზადეთ. თუ მეორე ნახევარს ეძებთ, იცოდეთ, რომ იღბალი თქვენს მხარესაა!
ბოლო დროს ხშირად გსაყვედურობენ? სანამ გარშემომყოფებზე განაწყენდებით, დაფიქრდით — იქნებ მათი შენიშვნები საფუძვლიანია?
ახლა საუკეთესო დროა დაგეგმარებისა და ბიუჯეტის დათვლისთვის. სასურველია, ყველა ვალი დააბრუნოთ. ამ დღეს იოგა ან სპორტი სასარგებლო იქნება — საჭიროა მეტაბოლიზმის დაჩქარება, რათა ზედმეტი წონის მომატება თავიდან აიცილოთ.
კირჩხიბი
თუ მარტო ხართ, დროა, „მარტოხელათა კლუბი“ დატოვოთ და პაემანზე დაპატიჟოთ ადამიანი, რომელიც დიდი ხანია, მოგწონთ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ყველა თქვენ წინააღმდეგაა განწყობილი, მაგრამ ამას ტრაგედიად ნუ აქცევთ — სავარაუდოდ, ეს მხოლოდ თქვენი ეჭვებია.
ახლა ყველაზე მეტად სტაბილურობა გჭირდებათ. არსებული კავშირები გააძლიერეთ და დააფასეთ ის, რაც გაქვთ. გაუმართლებელ ხარჯებს მოერიდეთ. თუ ზედმეტი წონა გაწუხებთ, დილაობით ვარჯიში და კალორიების დათვლა უნდა დაიწყოთ.
ლომი
დღეს შესაძლოა, რომელიმე ახლობელმა გული გატკინოთ. თუ ასე მოხდა, შვებას საყვარელ ჰობიში იპოვით. დაოჯახებულ წყვილებში შესაძლოა საყოფაცხოვრებო საკითხების ან ფულის ხარჯვის გამო ურთიერთობა დაიძაბოს.
ასტროლოგიური პროგნოზი ამბობს, რომ მნიშვნელოვან ინფორმაციას გიმალავენ. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ავტორიტეტს პროფესიულ წრეში — გულწრფელობა და პატიოსნება ნდობის აღდგენაში დაგეხმარებათ. მალე ფულის გამომუშავების იმაზე მეტი შანსი გამოჩნდება, ვიდრე წარმოგიდგენიათ.
ურანის გავლენით, თქვენი ენერგია საგრძნობლად მოიმატებს, რაც ამ დღეს აქტიური ფიზიკური დატვირთვისთვის ხელსაყრელს გახდის.
ქალწული
თუ საყვარელი ადამიანი თქვენით მანიპულირებს, ღრუბლებიდან დაეშვით და რეალობას თვალი გაუსწორეთ. გირჩევთ, მიმდინარე პრობლემებზე და ბიუჯეტის შევსებაზე იზრუნოთ – წინ დამატებითი ხარჯები გელით, ამიტომ წინასწარ უნდა მოემზადოთ. სამსახურში შესაძლოა ვინმემ გაგაღიზიანოთ და კონფლიქტში თქვენი ჩათრევა სცადოს. ფრთხილად იყავით — აზარტი და ავანტიურა მხოლოდ დაგაზარალებთ.
ჯანმრთელობის პრობლემების დროული გამოვლენა მათი მოგვარების საუკეთესო გზაა – შესაძლოა, პროფილაქტიკური პროცედურების დაწყება დაგჭირდეთ.
სასწორი
ახლად დაწყებული ურთიერთობის სხვა ეტაპზე გადაყვანას ნუ იჩქარებთ. მხოლოდ იმიტომ, რომ დრო გადის ქორწინება საუკეთესო არჩევანი არ არის. კამათისას ეცადეთ მოთმინება არ დაკარგოთ. კონფლიქტებისადმი მშვიდი მიდგომა ოჯახში სიმშვიდის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
შეიძლება შრომისმოყვარე ადამიანის სახელი გაქვთ, მაგრამ სიტუაცია აბსურდამდე ნუ მიგყავთ. მიანიშნეთ უფროსს, რომ თქვენი ხელფასი შესრულებულ სამუშაოს არ შეესაბამება.
ფუფუნების საგნების შეძენისას ბიუჯეტზე დაფიქრდით — მალე ფული გადაუდებელი საყიდლებისთვის დაგჭირდებათ. ჯანმრთელობის გაკაჟებისთვის ფიტნესკლუბი, აუზი ან გამაჯანსაღებელი სეანსები საუკეთესო არჩევანი იქნება.
მორიელი
თუ ახლახან ვინმე გაიცანით, იცოდეთ, რომ მან თქვენი ლამაზი თვალების გამო მოსვენება დაკარგა! მეუღლეებს შორის ურთიერთობას უახლოეს დღეებში გამოცდა ელის — მოსალოდნელია უსაფუძვლო წყენა და გაუგებრობები. დღეს მარსის ენერგია ძლიერდება, რაც კონფლიქტის ალბათობას ზრდის.
მოერიდეთ ადამიანებს, რომლებიც გაღიზიანებენ. თუ პრინციპულად იმოქმედებთ, შესაძლოა, მომავალ კეთილდღეობას საფუძველი ჩაუყაროთ. დღის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი ამბების მიღება გელით.
მშვილდოსანი
თქვენს ოჯახში შესაძლოა მოულოდნელი მოვლენები მოხდეს — ცვლილებებისთვის მზად იყავით და ემოციების გამოხატვის ნუ შეგეშინდებათ. გახსოვდეთ, რომ ურთიერთმხარდაჭერით ყველა სირთულეს გადალახავთ.
სერიოზული საქმეებისთვის საუკეთესო დრო არ არის, რადგან ყურადღების კონცენტრაცია გიჭირთ და შესაძლოა რამე გამოგრჩეთ. თუ ყურადღებით იქნებით, შეცდომების გამოსწორებას შეძლებთ.
მიზნების მისაღწევად რესურსები გონივრულად გადაანაწილეთ. შესაძლოა მცირე დაღლილობა იგრძნოთ, ამიტომ დასვენების დრო უნდა გამონახოთ.
თხის რქა
ასტროლოგები გირჩევენ, რომ დღევანდელ მოვლენებს ყურადღებით დააკვირდეთ. ეს დაგეხმარებათ თქვენი სასიყვარულო პრობლემების მიზეზშედეგობრივი კავშირი დაინახოთ. უფროს თაობაზე ზრუნვას ნუ დაივიწყებთ — უბრალო ზარიც კი მშობლებსა თუ ბებია-ბაბუას განწყობას აუმაღლებს.
სამსახურში მეტი იაქტიურეთ, ეს თქვენს ავტორიტეტს გაამყარებს. მნიშვნელოვან დოკუმენტაციას განსაკუთრებული სერიოზულობით მოეკიდეთ. გაუფრთხილდით რეპუტაციას! ნებისმიერი არასწორი ნაბიჯი თქვენს იმიჯს დააზიანებს. რუტინისგან თავის დასაღწევად გარემო გამოიცვალეთ და მედიტაციით დაკავდით.
მერწყული
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა დალაგდება და გაძლიერდება. წყენა და ეჭვები წარსულს ჩაბარდა, ახლა დროა, მშვიდი ბედნიერებით დატკბეთ. მოსალოდნელია პოზიტიური ცვლილებები, რომლებიც ფრთებს შეგასხამთ. თქვენი ანალიტიკური უნარების წყალობით, უბრალო საუბრიდანაც კი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებას შეძლებთ.
საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი ნუ შეგეპარებათ. მალე დაბრკოლებების გადასალახად შესანიშნავი მოტივაცია გამოჩნდება. თქვენი ნიშნის წარმომადგენლებს ხშირად სუსტი ჯანმრთელობა აქვთ, ამიტომ ეცადეთ, იმუნიტეტი გაიძლიეროთ.
თევზები
დღეს შესაძლოა მცირე გაუგებრობები წარმოიშვას, მაგრამ მათი მშვიდობიანად მოგვარების შანსი გაქვთ. უახლოესი საათები ხელსაყრელია ხანმოკლე შეხვედრებისა და მარტივი საქმეებისთვის. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ, რადგან დღეს შესაძლოა სისწრაფე და უყურადღებობა გამოიჩინოთ.
ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ — ზარალის რისკი დიდია, განსაკუთრებით ხელმძღვანელებისა და შესყიდვების სფეროს სპეციალისტებისთვის. ამის მიუხედავად, სარისკო გარიგებების ნუ შეგეშინდებათ, თუ მათში პერსპექტივას ხედავთ — თქვენი თავდაჯერება გულუხვად დასაჩუქრდება.
ორპირ ქარს მოერიდეთ, რომ არ გაცივდეთ.
