“მე არასდროს ჩამიტარებია კონცერტი რუსეთში, თუ არ ჩავთვლით 2005 წელს “იურმალას” კასტინგს. მაშინ ტელეკომპანია “იმედმა” “ნუცას სკოლის” 10-15 მონაწილე აგვარჩია და გაგზავნა ჩვენი მონაცემები “ახალი ტალღის” კონკურსზე, საიდანაც მოვიდა პასუხი, ამ ადამიანებისგან აგვარჩიეს ორი და ეს ორი ბავშვი წაგვიყვანეს მოსკოვში, შიდა შესარჩევ კასტინგზე, სადაც მე წარმოვადგენდი არა ნინი შერმადინს, არამედ ქვეყანას. ვფიქრობ, საკმაოდ ღირსეულად და წარმატებულად წარმოვადგინე ჩემი ქვეყანა ჩემი დროშის ქვეშ. არც რუსოფობი ვარ, არც ხალხი მეზიზღება, არც მათი კულტურა და არც მათი ენა – მე მძულს მათი პოლიტიკა, რომელსაც ატარებენ ჩვენ წინააღმდეგ და მძულს მათი შიზოფრენიკი პრეზიდენტი, რომელიც ტერორისტი და მკვლელია. ეს არ არის მარტო ჩემი განწყობა, ეს არის მსოფლიო განწყობა
ვერავინ ამიკრძალავს ვთქვა, რომ რუსეთი ოკუპანტია. მე ჩემს სიმართლეს აუცილებლად დავამტკიცებ და მივიყვან იქამდე, სანამდეც ეს საჭირიო იქნება. საჩივარსაც დავწერ და სარჩელსაც შევიტან. აუცილებლად მივმართავ ყველა დაწესებულებას, მივიღებ ყველა სამართლებრივ ზომას, რომ დადგინდეს ვინ დგას “ფეიკ ექაუნთების” უკან”- განაცხადა ნინი შერმადინმა TV პირველთან
