Friday, February 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„თავდამსხმელი გირაოთი გაუშვეს, სასამართლო სხდომა რომ ტარდებოდა, არ მითხრა პროკურორმა, რომ დავსწრებოდი” – რას ყვება ბათუმში ნაცემი ავტობუსის მძღოლი

February 20, 2026
„თავდამსხმელი გირაოთი გაუშვეს, სასამართლო სხდომა რომ ტარდებოდა, არ მითხრა პროკურორმა, რომ დავსწრებოდი” – რას ყვება ბათუმში ნაცემი ავტობუსის მძღოლი

„თავდამსხმელი გირაოთი გაუშვეს, სასამართლო სხდომა რომ ტარდებოდა, არ მითხრა პროკურორმა, რომ დავსწრებოდი, დაზიანებები ახლაც მემჩნევა სახეზე, თვალი ჩალურჯებული მაქვს, ფეხებზე დაჟეჟილობა მაქვს. ესაა სამართალი? ეგ რომ გამოუშვეს, მე რით ვარ დარწმუნებული, რომ ხვალ არ დამესხმება თავს? ამაზე ვინ იღებს პასუხისმგებლობას?… მანამდე არ ვიცნობდი საერთოდ, არ მინახავს, მაგრამ ახლა როგორც გავარკვიე, ყოფილა თურმე „ქართული ოცნების“ აქტივისტი. შესაბამისად, ამიტომ გამოვიდა მესამე დღეს გარეთ… გაჩერებაზე ჩავიდნენ მგზავრები და როცა ამოსვლა დასრულდა, დავხურე კარი, მოძრაობა როცა დავიწყე, ამ დროს აგრესიულად მომმართეს ბიჭებმა, მგზავრი დატოვეო. მე ის მგზავრი არ დამინახავს, თორემ რატომ დავუხურავდი კარს. დამიწყეს გინება და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ავუხსენი, რომ მოძრაობაში ვარ უკვე, არ დამინახავს და გაჩერების გარდა სხვა ადგილზე გაჩერების უფლება არ მაქვს. ადამიანურად ვთხოვე, ჩადით, დამანებეთ თავი-მეთქი და მართლაც ჩავიდნენ.

დავხურე კარი და იქვე მივუახლოვდი შუქნიშანს, გავჩერდი, რადგან წითელი იყო და ეს ბიჭი მოდის, ტელეფონით მიღებს გარედან, გავაღე წინა კარი და ვეუბნები, ახლა რაღა გინდათ-მეთქი. ისევ სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს და ჩავედი. ერთ-ერთს ხელში ჩანთა ეჭირა, რაღაც მოძრაობა გააკეთა, ვიფიქრე, დანა ან რამე არ ჰქონდეს-მეთქი და მივბიძგე, რომ დავშორებოდი. მე ხელი არ დამირტყამს არცერთისთვის. ეს კამერებშიც ჩანს. ამის შემდეგ დაიწყო უკვე ფიზიკური აგრესია. ერთი მაკავებს და ბრალდებული ვინც არის, ის მირტყამს. ტროტუარზე წავიქეცი, იქაც ჩამარტყა ფეხი.
შემდეგ მგზავრებმა გაგვაშველეს, მოვიდა პოლიცია, სასწრაფოც. მინდოდა, დავსწრებოდი სასამართლო სხდომას, მაგრამ ამის საშუალება არ მომცეს, პროკურორი არ დამიკავშირდა. როცა გავიგე, ბრალდებული გაათავისუფლესო, მე თვითონ დავურეკე და არ მცალიაო” – ამბობს ბათუმში ნაცემი ავტობუსის მძღოლი ჯამბულ ირემაძე ბათუმელებთან.

შემთხვევა 16 თებერვალს ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მოხდა. დაშავებული №13 მუნიციპალური ავტობუსის მძღოლია. მთავარს შსს-ში უთხრეს რომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სააპელაციომ გიორგი ჩიკვაიძის და გიორგი პაპიაშვილის განაჩენი ძალაში დატოვა
  • დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე – ერთ პირს ბრალდება წარედგინა
  • საგამოძიებო სამსახურმა ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე საწარმოს ხელმძღვანელი დააკავა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge