Wednesday, February 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“კითხვები არის უამრავი…” – რას წერს რომან გოცირიძე?

February 18, 2026
„მეწყერი დღითიდღე ძლიერდება, 30-მა ოჯახმა სახლები დატოვა…“ – რა ვითარებაა ხარაგაულში?

კითხვები არის უამრავი, ისევე როგორც უამრავია “ოცნების” ხელისუფლების შეცდომების თუ დანაშაულობათა ნუსხა. ამაზე პასუხი ამ რეჟიმმა უნდა აგოს და არა მხოლოდ ცალკეულმა პირმა – ამის შესახებ პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“საკითხი არის მარტივად: აიღო თუ არა ღარიბაშვილ-დავითაშვილ-მიქაუტაძემ ქრთამი “სოკარისაგან” თუ ამას აკეთებდნენ კეთილი ნებით, როგორც გუშინ თავად შეეცადა ისრების გადატანას დავითაშვილი, ევროპის გაზის მომარაგების ხელშესაწყობად?
ფაქტია, საქართველო აზერბაიჯანული გაზის ას პროცენტს უკვე იღებს ძველი, ამორტიზებული საბჭოთადროინდელი მილიდან, რომლის გამტანურიანობა შეზღუდულია. საქართველომ თავისი სივრცე 1,5 მილიარდი კუბური მეტრის გატარების შესაძლებლობით ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენში დაუთმო აზერბაიჯანს, რითაც გაურესდა გაზით უზრუნველყოფის პირობები როგორც ტექნიკური, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით. რის სანაცვლოდ? თანაც შარშან, საბჭოთა პერიოდის შემდეგ ყველაზე დიდი რაოდენობის გაზი შევისყიდეთ რუსეთიდან, ჩვენი მოხმარების მესამედი, რითაც შესაძლებლობა მივეცით აზერბაიჯანს თავისი გაზი გაეყიდა ევროპაში. რის სანაცვლოდ?
აქ უკვე სხვა კითხვებიც ჩნდება:
-თუ აზერბაიჯანიდან გაზის მიღების გაუარესებულ პირობებზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რატომ იგივე არ ხდება გაზპრომთან დაკავშირებით? მაშინ, როცა გაზპრომს გაზი ჩაუწვა, რატომ ყიდულობს საქართველო გაზს იმაზე ძვირად, ვიდრე წინა წლებში?
-რატომ არ იძიებენ საერთაშორისო არბიტრაჟში კალაძის მიერ გაფორმებული კონტრაქტით “ინტერრაოსთან” 139 მილიონი დოლარის წაგების საქმეს?
-სად წავიდა ყულევის ჯერ კიდევ მშენებარე ქარხნის მისამართით შემოსული რუსული ნედლი ნავთობი და როგორ მოხდა, რომ 80 მილიონი დოლარის ღირებულების მზა ნავთობპროდუქტი გაიტანა შარშან ქვეყანამ ექსპორტზე, როცა ნავთობის გადამუშავება ქვეყანაში არ ხდება?
-რატომ არის ყულევის პორტი, რომელიც აზერბაიჯანულ კომპანია “სოკარს” ეკუთვნის, შეყვანილი ევროკავშირის მიერ დასასანქცირებელ კომპანიათა სიაში? ყულევის ფაქტობრივად არაარსებული ქარხნისა და ყულევის პორტის საეჭვო ურთიერთობის გამო აპირებენ ამის გაკეთებას. ყულევის ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოში ისევ დავითაშვილი ფიგურირებს, რომელიც უკვე არა ღარიბაშვილის დროინდელ მთავრობას წარმოადგენს, არამედ ამ მთავრობას და რუსული ტანკერების შემოსვლა ყულევის პორტში ამ მთავრობის პერიოდს ემთხვევა.
-რატომ არ იძიებენ, თუ რატომ დათმო სახელმწიფომ “თელასში” 25 პროცენტის ოდენობის წილი ვინმე ხვიჩა მაქაცარიას სასარგებლოდ და რომლის გამოსყიდვის შესახებ განცხადება ოფიციალურად დაარეგისტრირა “ინტერრაომ”( თავხედობაც ამას ჰქვია), თანაც იმაზე მეტს იძლევა უკვე ახლავე, ვიდრე ამ მაქაცარიამ ( კალაძესთან დაკავშირებულმა პირმა) ამ წილში გადაიხადა. ჯერ კიდევ შევარდნაძემ არ დაუთმო ეს წილი ამერიკელებსაც კი და აგერ 30 წელიწადია ხელშეუხებელი იყო. როგორ მოუვიდა თავში მისი გასხვისება ღარიბაშვილის მთავრობას?
-და ბოლის, როცა აზერბაიჯანთან ამწვავებ ურთიერთობას, რუსეთთან კი პირში წყალს იგუბებ, რას ნიშნავს ეს? “სოკარის” საკითხი ანტიდასავლური კამპანიის გასაღვივებლად ხომ არაა გამოყენებული?
კითხვები არის უამრავი, ისევე როგორც უამრავია “ოცნების” ხელისუფლების შეცდომების თუ დანაშაულობათა ნუსხა. ამაზე პასუხი ამ რეჟიმმა უნდა აგოს და არა მხოლოდ ცალკეულმა პირმა”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა საქმის ახალ ფიგურანტებს და ახალ გარემოებებს ასახელებს
  • 2025 წელს საქართველომ 635 ტონა ვაზელინი იყიდა – მთავარი იმპორტიორი კვლავ რუსეთია
  • ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge