რუსეთში საწვავის დეფიციტი მწვავდება. ადგილობრივი მედიისა და მოქალაქეების ინფორმაციით, უკრაინული დრონებით ნავთობინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ, ქვეყნის არაერთ რეგიონში, მათ შორის მოსკოვშიც, ბენზინისა და დიზელის შეძენა გართულდა.
ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრიანი რიგები დგას, ხოლო მოქალაქეები აცხადებენ, რომ საწვავი ხშირად სწორედ რიგში დგომის დროს იწურება. არსებული ვითარების გამო, კომპანიების ნაწილი საწვავის გაცემაზე შეზღუდვებს აწესებს.
სოციალურ ქსელებში ბოლო საათებში ვრცელდება ვიდეოები, სადაც ადგილობრივები შექმნილ კრიზისსა და ხელისუფლების მოქმედებას მწვავედ აკრიტიკებენ.
