მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:
“19 თებერვალს საქართველოში ამინდის მნიშვნელოვანი ცვლილებაა მოსალოდნელი.
🌧️❄️დაბლობსა და ბარში წვიმა, ზამთრის კურორტებზე – თოვლი, ზოგან მოსალოდნელია ძლიერი ნალექი.
⛈️ 🌡️ პერიოდულად (დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც) გაძლიერდება დასავლეთის ქარი, ტემპერატურა არსებულთან შედარებით მნიშვნელოვნად დაიკლებს, ზღვაზე იქნება შტორმული სიტუაცია.
⚠️ გაითვალისწინეთ უამინდობის დროს არსებული რეკომენდაციები:
• ტრანსპორტის შეფერხებების თავიდან ასაცილებლად დაგეგმეთ გადაადგილება წინასწარ.
• უზრუნველყავით აივნებზე ნივთების უსაფრთხოება.
• მოერიდეთ ხეების ქვეშ გაჩერებას ძლიერი ქარის დროს
• ყურადღება მიაქციეთ ღუმელებისა და ბუნებრივი აირის წყაროების უსაფრთხო გამოყენებას.
👉 ერთად ვიზრუნოთ უსაფრთხოებაზე და მოვემზადოთ ამინდის ცვლილებისთვის, უამინდობა დიდხანს არ გაგრძელდება – საქართველოში 20 თებერვლიდან გამოიდარებს.
მეტეოროლოგი – კობა ფარტენაძე”
