სამფერა ია (იასამფერა, იაჟუჟუნა), ლათინურად – ვიოლა ტრიცოლორ, 10-40 სმ სიმაღლის ბალახოვანი მცენარეა, რომელიც აპრილიდან გვიან შემოდგომამდე ყვავილობს, ნაყოფი კი ივნისში მწიფს.
მცენარის მიწისზედა ნაწილები, რომლებიც სამკურნალოდ გამოიყენება, მდიდარია გლიკოზიდებით, ეთერზეთებით, კაროტინოიდებით, საპონინებითა და ჩ ვიტამინით.
სამფერა იისგან დამზადებულ პრეპარატებს ანთებისა და ხველის საწინააღმდეგო ეფექტი ახასიათებს. გარდა ამისა, მისი ნაყენი მეტად სასარგებლოა თირკმელებისა და საშარდე გზების დაავადებისას. მას შარდგამომყოფი და ნაღველმდენი თვისებები აქვს.
იის საკრეფად საუკეთესო პერიოდი მაისი და ივნისია. მოგროვებული მცენარე ჩრდილში გააშრეთ და მომინანქრებულ ჭურჭელში შეინახეთ.
მრავალი საუკუნეა, იისგან სამკურნალო ნაყენებს ამზადებენ, რადგან მის შემადგენლობაში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები მეტად კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე.
სამფერა იის ნაყენი ასე მზადდება: აიღეთ 1 ს.კ. დაქუცმაცებული მცენარე და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ ერთი საათით და გაფილტრეთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.
– იის ნაყენის მიღება სასურველია ქუნთრუშის, ბრონქიტის, ფილტვის პათოლოგიების დროს. მეტად ეფექტურია მისი სავლები კბილის ტკივილის, გინგივიტის, პაროდონტოზის შემთხვევაში.
