Wednesday, July 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სუროგატი ქალების საქმეზე “ქინდერლის” ორივე დამფუძნებელს 10-10 წლით პატიმრობა მიესაჯა”- “საფარი”

June 29, 2026
“სუროგატი ქალების საქმეზე “ქინდერლის” ორივე დამფუძნებელს 10-10 წლით პატიმრობა მიესაჯა”- “საფარი”

სუროგატი ქალების საქმეზე სასამართლომ კომპანია “ქინდერლის” ორივე დამფუძნებელს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია “საფარი” ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, ერთ-ერთი მსჯავრდებული საქართველოში არ იმყოფება, შესაბამისად მასზე ძებნა გამოცხადდა.

“საფარი” აღნიშნავს, რომ საქმის გახმაურების შემდეგ დამფუძნებლებმა ახალი კომპანია დააარსეს და კვლავ აგრძელებდნენ იმავე უკანონო საქმიანობას.

  • საქმე ეხება კომპანია “ქინდერლის” მიერ სუროგატი ქალების სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოყვანას, რის შემდეგაც მათ ანაზღაურების გარეშე, გაუსაძლის სოციალურ პირობებში, საცხოვრისისა და საკვების გარეშე ტოვებდნენ.

სუროგატი ქალების საქმეზე სასამართლომ კომპანია “ქინდერლის” ორივე დამფუძნებელს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ერთ-ერთი მათგანი საქართველოს საზღვრებს გარეთ იმყოფება და შესაბამისად ძებნაშია. მანამდე, პროკურატურამ კომპანიის ერთი დამფუძნებელი დააკავა, ხოლო მეორეს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. 

დაზარალებული ქალების უფლებებს საფარი წელიწადია იცავს. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვითხოვდით კომპანია “ქინდერლის” ორივე დამფუძნებლის დაკავებას, რადგან საქმის გახმაურების შემდეგ მათ ახალი კომპანია დააარსეს და კვლავ აგრძელებდნენ იმავე უკანონო საქმიანობას. შეგახსენებთ, რომ კომპანია “ქინდერლის” სუროგატი ქალები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოჰყავდა, რის შემდეგაც მათ ანაზღაურების გარეშე, გაუსაძლის სოციალურ პირობებში, საცხოვრისისა და საკვების გარეშე ტოვებდა.

საფარი პროკურატურისგან თავიდანვე ითხოვდა საქმის ტრეფიკინგის მუხლით  წარმოებას და ქალებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას. საფარის ადვოკატი ნინო ანდრიაშვილის შუამდგონლობით დაზარალებული ქალების ნაწილს ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსი მიანიჭა ტრეფიკინგის საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებულმა მუდმივმოქმედმა ჯგუფმა. საბოლოოდ, “ქინდერლის” ხელმძღვანელებს ბრალი დიდი ოდენობით თანხის მითვისების მუხლით წარედგინათ და არა ადამიანების ტრეფიკინგის მუხლით, რაც თავის მხრივ პრობლემურია. 

აღსანიშნავია, რომ საფარი კომერციული სუროგაციის სფეროში არსებულ მძიმე ექსპლუატაციურ პრობლემებზე უკვე დიდი ხანია აქტიურად საუბრობს, რადგან “ქინდერლის”​ შემთხვევა საქართველოში ერთადერთი არ არის. ქვეყანაში არსებულმა სისტემურმა ხარვეზებმა და სუროგატი ქალების უფლებრივმა მდგომარეობამ საერთაშორისო მედიის ყურადღებაც მიიპყრო. საქართველოში არსებულ მძიმე ქეისებსა და ქალების ექსპლუატაციაზე ისეთმა გავლენიანმა გამოცემებმა ისაუბრეს, როგორიცაა BBC და The New York Times,” – წერია განცხადებაში. 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ მისამართები
  • “მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება”- მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
  • „რა დიდი ტრაგედიაა…  სიტყვები უძლურია. გასკდა გული”- ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge