Saturday, February 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ახალი ბრალი და დამძიმებული მუხლები – რა შეიცვალა მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეში?

February 14, 2026
ახალი ბრალი და დამძიმებული მუხლები – რა შეიცვალა მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეში?

28 წლის პედაგოგის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული სამი არასრულწლოვანი ჯგუფური ძალადობის სხვა ფაქტებშიც ამხილეს. შემზარავი ვიდეო მასალა ბრალდებულთა მობილურ ტელეფონებში იპოვეს.

გიგა ავალიანზე თავდასხმიდან მეექვსე თვეს, 10 თებერვალს საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ თქვა, რომ ორ არასრულწლოვანს [მოზარდსა და მოზარდის მეგობარს] გიგა ავალიანის საქმეზე ბრალი დაუმძიმდა და კიდევ ერთ მეგობართან ერთად, ძალადობის ოთხ სხვა, ავალიანის საქმესთან დაუკავშირებელ ეპიზოდზეც წარედგინათ ახალი ბრალი.

გიორგი რიკაძე, ალექსანდრე გაბაშვილი, დემეტრე ჩიქოვანი – საგამოძიებო მასალების მიხედვით, ავალიანი დაკავებულების პირველი მსხვერპლი არ ყოფილა. საქმეში დევს ძალადობრივი თავდასხმის ოთხი ეპიზოდი – ოთხივე შემთხვევაში არასრულწლოვნებს მსხვერპლი წინასწარ ჰყავდათ შერჩეული და მათ ხშირად სხვა ადამიანების სახელით სოციალური ქსელებით უკავშირდებოდნენ და შეხვედრაზე ითანხმებდნენ. დანაშაულების მოტივად გამოძიება ბრალდებულებისთვის მიუღებელი პირების დასჯას ასახელებს. გამოძიების ვერსიით, თვალთვალის შემდეგ, წინასწარ მომზადებული გეგმით სწორედ ეს სამი ადამიანი დაესხა თავს პირველ ოქტომბერს ახალგაზრდა მასწავლებელს, რომელსაც უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს – ავალიანი რამდენიმეკვირიანი მკურნალობის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახი, რომელსაც მანამდე საქმის არასწორი კვალიფიკაციის გამო გამოძიებასთან პრეტენზიები ჰქონდა, პროკურატურის დღევანდელი განცხადებით კმაყოფილია.

საბოლოოდ, მოზარდს, რომელიც ავალიანის საქმეში მთავარი ბრალდებულია, ამ დანაშაულებებში ადანაშაულებენ:

1. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა (გიგა ავალიანის ეპიზოდი);

2. ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა (გიგა ავალიანისა და კიდევ ოთხი ეპიზოდი).

მას 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მოზარდის მეგობარს [გ.რ], რომელიც ავალიანზე ძალადობას მობილურით იღებდა, ბრალად ედება:

1. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა (გიგა ავალიანის ეპიზოდი);

2. ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა (გიგა ავალიანისა და კიდევ ოთხი ეპიზოდი).

მოზარდის მეორე მეგობარს [დ.ჩ.] კი ბრალად ედება:

1. ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობა (გიგა ავალიანის ეპიზოდი);

2. ჯგუფური ძალადობის ორგანიზება (გიგა ავალიანისა და კიდევ ოთხის ეპიზოდი).

მას 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. იხილეთ სრულად

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სტუდენტების მიღება 40%-ით შემცირდა
  • ახალი ბრალი და დამძიმებული მუხლები – რა შეიცვალა მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეში?
  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge