პაკისტანის დედაქალაქში, შიიტურ მეჩეთში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ რეგიონულმა დაჯგუფებამ პაკისტანის „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
ცნობისთვის, გუშინ ისლამაბადში, შიიტურ მეჩეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა აფეთქება განახორციელა, რის შედეგადაც 31 ადამიანი დაიღუპა და 169 დაიჭრა. პაკისტანის ხელისუფლების ცნობით, თავდამსხმელი პაკისტანის მოქალაქე იყო, რომელიც ცოტა ხნის წინ ავღანეთში იმყოფებოდა. ხელისუფლების ცნობით, ისლამაბადსა და პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ღამის რეიდების დროს რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავეს, მათ შორის თავდამსხმელის ძმა, დედა და სხვა ნათესავები.
