რამდენიმე საათის წინ, ნარიმან მაქარაშვილი, იგივე ბერი ნიკოლოზი, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს
მთელი დღის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდა ბერი ნიკოლოზის მრევლიც. მათი განცხადებით, 9 აპრილის შემდეგ მათ ბერთან შეხება არ ჰქონიათ. როგორც მრევლის წევრები ამბობენ, მიდიოდნენ მის ბინასთან, მაგრამ ოთახიდან არც მამაო გამოდიოდა, და არც რაიმე ნიშანს აძლევდა. მათივე ცნობით, ბერი ნიკოლოზი ბოლო პერიოდის განმავლობაში სუსტად იყო და ავადმყოფობდა, თუმცა ის ექიმის გამოძახების უფლებას არ აძლევდა. ბერი ნიკოლოზის მრევლის წევრები ბინაში შეშვებას ითხოვენ. „ჩვენ ჭირისუფლები ვართ, ბინაში უნდა შეგვიშვათ, რომ ვნახოთ რა ხდება.“ – ამბობს მრევლის ერთ-ერთი წევრი.
მრევლის ნაწილს არ სჯერა, რომ ბერი ნიკოლოზი გარდაცვლილია. ისინი ითხოვენ, რომ პოლიციამ შეუშვას ბინაში, რათა თავად დარწმუნდნენ, რომ ბერი ნიკოლოზი გარდაცვლილია.
მდუმარე ბერის კიდევ ერთი მიმდევარი, ჯე რკიდევ 16 აპრილს ჯგუფში „ქრისტე მეფე ნარიმანი“ წერდა, რომ 9 აპრილის შემდეგ ბინის კარები არ გაღებულა.
„sos 16.04.2026. დაგვეხმარეთ მამა ნიკოლოზის კურთხევების შესრულების გარეშე, განწირულია დაღუპვისთვის კეთილი სისტემა,“ – წერდს აღნიშნულ გვერდზე ბერის მრევლის წევრი.
მთელი დღის განმავლობაში ბერი ნიკოლოზის სახლთან პოლიცია იყო მობილიზებული. ბინაში იმყოფებოდნენ ექსპერტები და კრიმინალისტები.
ბერი ნიკოლოზი ბოლო რამდენიმე წელია, ფონიჭალაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრობდა. ბერი ნიკოლოზის ბინის კართან მუდამ იმყოფებოდნენ მისი მიმდევრები და მდუმარე ბერისგან დალოცვას 24 საათის განმავლობაში ელოდნენ. მდუმარე ბერი მათ ხშირად სხვადასხვა პროდუქტს, სანთლებს და ფულსაც კი ჩუქნიდა. ნარიმარ მაქარაშვილი ყკვე 19 წელია მდუმარებაშია და ის მრევლს მინიშნებებით და წერილებით ესაუბრებოდა.
