კურო
თებერვალი გაძლევთ შანსს, დაიწყოთ იმ სურვილების განხორციელება, რომლებზეც დიდი ხანია, ოცნებობთ. ეს მოულოდნელი, სპონტანური გადაწყვეტილება არ იქნება. ეს თვე გიბიძგებთ, საბოლოოდ გადადგათ ნაბიჯები და დაიწყოთ იმის გაკეთება, რაც სულ გინდოდათ, მაგრამ დრო, მოტივაცია, შემართება არ გყოფნიდათ. 2026 წლის ზამთრის ბოლო თვე სტაბილურობის შეგრძნებას მოგცემთ და ზუსტად გეცოდინებათ, რას და რატომ აკეთებთ. ეჭვები კი საბოლოოდ გაქრება.
ლომი
თებერვალი თქვენთვის ნამდვილად ოცნებების ასრულების თვეა. შესაძლოა, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ, მიიღოთ აღიარება, შეთავაზება ან შესაძლებლობა, რომელზეც ოდესღაც მთელი გულით ოცნებობდით და არც კი გჯეროდათ, რომ რეალობად გადაიქცეოდა. განსაკუთრებით წარმატებული იქნება თვითრეალიზაციასთან, კრეატიულობასთან, პიროვნულ ბრენდინგთან და სიყვარულთან დაკავშირებული სურვილები. ბევრი რამ მოხდება იმ ადამიანების მეშვეობით, რომლებიც თქვენში იმაზე მეტს ხედავენ, ვიდრე ჩვეულებრივ აჩვენებდით.
თევზები
როგორც ასტროლოგები ამბობენ, თებერვალში თევზების ინტუიცია გაძლიერდება, ოცნებები კი შესაძლოა, ზუსტად იმ სცენარით ასრულდეს, როგორც გონებაში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში წარმოგედგინათ და გეგმავდით. დიდი შანსია, რომ სიყვარულთან, შემოქმედებითობასთან, ძველ საქმეებთან და წამოწყებებთან დაკავშირებული ოცნებები ახდეს და სიხარული მოგიტანოთ. საინტერესო შეხვედრები და ისეთი მოლაპარაკებები გელით, რომლებიც სიმშვიდის პოვნაში დაგეხმარებათ.
