UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, მაქს ჰოლოუეიმ პლატფორმა Kick-ზე სტრიმის დროს განაცხადა, რომ ილია თოფურიასთან დაპირისპირება და რევანშის აღება სურს.
რა თქვა ჰოლოუეიმ:
„აბსოლუტური ჩემპიონის ქამარი მინდა – ესაა ჩემი საბოლოო მიზანი. ქვემსუბუქ წონაში ჩემპიონი უკვე ვიყავი, ახლა მსუბუქ წონით დივიზიონში ვჩხუბობ და თავს კარგად ვგრძნობ – უფრო სწრაფი და ძლიერი ვარ“.
