რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების ზოდიაქოს ნიშნების დახასიათება, რა არის მათი კოსმიური მისია? როდის და როგორ დასრულდება ომი? რომელი თვეა უკრაინისთვის გადამწყვეტი? – ამ საკითხებზე ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”- ის გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” ისაუბრა.
“რა მოხდა ცის კაბადონზე თებერვალში, რატომ დაიძაბა ასე სიტუაცია მსოფლიოში?! – ცოტა ხნით ძალიან ცუდი ასპექტი შეიქმნა, 90 გრადუსიანი დაპირისპირება ცის კაბადონზე – სატურნსა და ურანს შორის, ორი ბოროტი პლანეტაა. სატურნი აღმოჩნდა მერწყულში, რუსეთის ზონაში, ურანი უკრაინის ზონაში – კუროში. 90 გრადუსი – ამ ქვეყნებს შორის დაძაბულობას ნიშნავს.
ამას თებერვალში კიდევ ორი ბოროტი პლანეტის მარსის და პლუტონის შეერთება მოჰყვა, (ომის მმართველი პლანეტები არიან, მათი შეერთება არის დაპირისპირება), რამაც განაპირობა ამ ყველაფრის დაწყება, სხვათაშორის, რუსებს უფრო ადრე უნდოდათ, მაგრამ აი, ეს აკლდათ ზუსტად, მოკლე ჩართვა რომ იტყვიან.
თავისთავად პირად ჰოროსკოპებს როცა ვუყურებ, მინდა გითხრათ, რომ რასაკვირველია, პუტინმა ძალიან დაარღვია თავისი კოსმიოურ – რევოლუციური გზა, იმიტომ, რომ აღმავალი კვანძი, რომელიც მის კოსმიურ მისიაზე მიუთითებს – მერწყულშია, ის უნდა იყოს დემოკრატი, თავისუფლების მოყვარე, პირიქით, სოციუმზე და საზოგადოებრივ განვითარებაზე უნდა იმუშაოს.
პუტინი სასწორის ზოდიაქოა – მოდი ასე ვთქვათ, განიცდის დიდ ზეგავლენას, მორიელის და თხის რქის ზოდიაქოს ნიშნისა, სამი ნიშნის კომბინაციაა. სამწუხაროდ, დაღმავალ ზონაში მას ჰყავს დაღმავალი კვანძი ლომში. ანუ იმის მაგივრად, წავიდეს აღმავალი კვანძის გზით, წავიდა დაღმავალი, წარსულის გზით. მორიელის – ბოღმა, შურის წყენა, სამაგიეროს გადახდა, ზღვარგადასული ეგოიზმი, ზღვარგადასული ამბიციები, ამპარტავნება, ქედმაღლობა – აი, ეს ტენდეციები საბოლოოდ დაღუპავს მას.
რაც შეეხება ზელენსკის, ასევე მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით არის დაბადებული. ის თავისუფლების მოყვარეა, დემოკრატიული პრინციპები აქვს, მაგრამ მაფიქრებს ორი რამ: – მთვარე და მარსი ორი მნიშვნელოვანი პლანეტა მას ჰყავს ლომში, რომელიც დიქტატორთა ნიშანია, ამიტომ მას აქვს დაფარული დიქტატორული ელემენტები და ძალიან უყვარს ძალაუფლება.
ადამიანის კოსმიური მისია ძალიან მნიშვნელოვანია, ზელენსკი მოვიდა იმისთვის, რომ იყო მშვიდობის მტრედი, სადაც შევა შეიტანოს სიმშვიდე, ჰარმონია და არა აგრესია.
ორივემ დაარღვია თავისი კოსმიური მისია, უფრო მეტად პუტინმა, ამიტომ რასაკვირველია, რუსეთს აუცილებლად “მოხვდება”. იცოდეთ, რომ ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი კონფლიქტი.
აპრილის თვე ძალიან მნიშვნელოვანი და გარდამტეხი იქნება, მოხდება სერიოზული ცვლილებები. დამშვიდდება ადამიანთა ტვინი, ასეთი ცხელი თავები აღარ იქნება. ყველას მოუნდება მოლაპარაკებები სერიოზულ დონეზე, ასეთი ქაოსური კი არა, ახლა როგორიც არის.
30 აპრილი იქნება გადამწყვეტი, როდესაც არის მზის დაბნელება უკრაინის ზოდიაქოს ნიშანში, ანუ კუროში. აი, აქ უკვე საბოლოოდ გადაწყდება უკრაინის ბედი.
რაც შეეხება საქართველოს – მინდა გითხრათ, რომ სერიოზული არაფერი ემუქრება. ერთადერთი რაც რუსეთს საქართველოსთან მიმართბაში აღიზიანებს ეს არის ლუგარის ლაბორატორია, თვლიან, რომ იქ იქნება ბიოლოგიური იარაღი. მათ რაც უნდოდათ, ის წაიღეს, სხვა ინტერესები მათ ახლა არ აქვთ. მათი მთავარი აქცნეტი გადასულია უკრაინაზე”, – ამბობს მიხეილ ცაგარელი “რუსთავი 2”-ის ეთერში.