“აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:
“როგორც მოსალოდნელი იყო, კოვიდის ახალი ვარიანტი გამოჩნდა!
ომიკრონი BA2.2 შეუტია ჰონგ კონგს. ასევე ის უკვე იქნა აღმოჩენილი ავსტრალიაში, სინგაპურში და ბრიტანეთში.
ეს ვარიანტი ძირითადად ვრცელდება არავაქცინირებულებში და არასრულად ვაქცინირებულებში (სრულად ვაქცინირებული არის 3-ჯერ ვაქცინირებული).
ასევე, ეს ვარიანტი, სავარაუდოდ, ადასტურებს ჩინური ვაქცინების არაეფექტურობას.
სავარაუდოდ, ამ ვარიანტს ახასიათებს “დელტასნაირი” სირთულეები.
კოვიდი არ არის სეზონური გრიპი!
აიცერით, ატარეთ პირბადე და დაიცავით დისტანცია!
ჯანმრთელობას გისურვებთ…”, – წერს ფხაკაძე “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.