Monday, February 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home სხვადასხვა

2 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

February 2, 2026
რა გავაკეთოთ და რა არა დღეს? – დღის ასტროლოგიური პროგნოზი

Zodiac circle with horoscope signs. Fish pisces scorpio aquarius zodiak aries virgo. Vector illustration

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

გაინტერესებთ, რატომ არ ეწყობა თქვენი სასიყვარულო ცხოვრება ისე, როგორც გსურთ? დაფიქრდით, იქნებ პარტნიორის მიმართ ზედმეტად მომთხოვნი ხართ. გირჩევთ, ამ დღეს მთელი დრო და ენერგია ახლობელ ადამიანებს დაუთმოთ – ეს ოჯახის ერთიანობას წაადგება.

ფრთხილად იყავით დაპირებებთან — შეუსრულებელი ვალდებულებები უკმაყოფილების მიზეზი გახდება. თუ რაიმე მნიშვნელოვან პრობლემაზე დიდხანს ფიქრობდით, დღეს სწორ გამოსავალს იპოვით. ემოციური ფონის ასამაღლებლად გარშემო პოზიტიური ადამიანები შემოიკრიბეთ. კარგი იქნება შემოქმედებითი საქმიანობაც — ეს მოდუნებასა და განტვირთვაში დაგეხმარებათ.

კურო

საყვარელ ადამიანს ენდეთ და ბრალდებებს უსაფუძვლოდ ნუ წაუყენებთ. თუ საკუთარ ფანტაზიებს გასაქანს მისცემთ, შესაძლოა ოჯახში დიდი სკანდალი გამოიწვიოთ. გამორიცხული არ არის, რომ წყვილებში უთანხმოება ბოლოდროინდელ ხარჯებს მოჰყვეს. ეცადეთ, დაძაბული ვითარება იუმორით განმუხტოთ.

წინ აქტიური და შემოქმედებითად დატვირთული დღე გელით. თუ არ იზარმაცებთ, საკუთარი ნიჭისა და უნარების დემონსტრირებას შეძლებთ. კოლექტიური მუშაობა და თანამოაზრეებთან ურთიერთობა სასარგებლო იქნება. ფინანსური შემოსავლები სამომავლოდ თანხის გადადების საშუალებას მოგცემთ. საღამოს თავს შესანიშნავად იგრძნობთ – მარსი ფიზიკურ ენერგიას შეგმატებთ, იუპიტერი კი — სიმშვიდესა და კარგ განწყობას.

ტყუპები

ნუ მისცემთ სიამაყეს უფლებას, სიყვარულს გადაეღობოს. თუ შეცდომა დაუშვით, მოიბოდიშეთ და გამოსწორება სცადეთ — თავმდაბლობა ურთიერთობას განამტკიცებს. მშვენიერი დროა რემონტის დაწყებისა და ინტერიერის განახლებისთვის. თქვენში ბევრი დაფარული ნიჭი და პოტენციალია, რომლის შესახებ თავადაც არაფერი იცით.

გამორიცხული არ არის, რომ კოლეგებმა პროვოკაცია მოგიწყონ და კონფლიქტში ჩაგითრიონ, თუმცა მშვიდობის დამყარება ჯერ კიდევ შეიძლება. არაა გამორიცხული, თქვენს გვერდით „ენერგეტიკული ვამპირი“ გამოჩნდეს. ეცადეთ დროულად აღმოაჩინოთ და „გაანეიტრალოთ“.

კირჩხიბი

მალე ფარული თაყვანისმცემელი გამოგიჩნდებათ — თქვენით საშუალო ასაკის, შავგვრემანი ადამიანი დაინტერესდება. შესაძლოა სრულიად მოულოდნელად შეგიყვარდეთ. თქვენი ხვალინდელი წარმატების ერთადერთი დაბრკოლება დღევანდელი ეჭვები და სიახლის შიშია.

საბანკო ანგარიშზე სოლიდური თანხის არსებობა თავდაჯერებულობას შეგმატებთ. თუ თავს შეუძლოდ იგრძნობთ, თვითმკურნალობით ნუ დაკავდებით და ექიმს მიმართეთ.

ლომი

პარტნიორთან თქვენი სუსტი მხარეების გამოვლენა ნუ შეგეშინდებათ. გაუზიარეთ მას თქვენი შიშები და ოცნებები, ეს ურთიერთობას უფრო ღრმასა და სანდოს გახდის. ოჯახური საქმეები თქვენს ჩარევას მოითხოვს, შესაძლოა გეგმების შეცვლა ან გადადებაც მოგიწიოთ. მოსალოდნელია შორეული ნათესავის სტუმრობა.

სამსახურში ყოველთვის შეგიძლიათ გამოცდილი კოლეგების დახმარების იმედი გქონდეთ. ფინანსური შემოსავალი ვალების გასტუმრებაში, გადასახადების დაფარვასა და პირადი ამბიციების დაკმაყოფილებაში დაგეხმარებათ. გირჩევთ დაგროვილი ბრაზი და ენერგია სპორტულ ვარჯიშებში ან ფიზიკურ შრომაში დახარჯოთ.

ქალწული

მარტოხელა ქალწულებს საინტერესო შეხვედრა ელით — შესაძლოა გაიცნოთ ადამიანი, რომელსაც ცხოვრებას დაუკავშირებთ. მომდევნო 24 საათის განმავლობაში ახლობლებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სირთულეები, ამიტომ უფრო მომთმენი და დამთმობი უნდა გახდეთ.

სამსახურში პროფესიონალიზმი და მოთმინება სირთულეების დაძლევაში დაგეხმარებათ. საუკეთესო ჯილდო მატერიალური სტაბილურობა იქნება, თუმცა გახსოვდეთ, რომ სამყაროში ფულის გარდა სხვა ფასეულობებიც არსებობს. თქვენი ოპტიმიზმი გადამდები გახდება და გარშემომყოფებსაც კარგ განწყობაზე დააყენებს.

სასწორი

პარტნიორს წვრილმანების გამო ნუ ეჩხუბებით. თუ მართლა გიყვართ, ეცადეთ მცირე შეცდომები აპატიოთ. დაოჯახებული სასწორები დღეს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე დაფიქრდებიან და დღის ბოლომდე შეიძლება გონივრული იდეაც ეწვევიოთ. გადატვირთულ გრაფიკს მალე ნანატრი დასვენება შეცვლის – სამუშაო საქმეებს მოაგვარებთ და რომანტიკისთვისაც დრო დარჩებათ.

ფინანსური მდგომარეობა ნელ-ნელა გამოსწორდება, მერკურის მფარველობით ვალებისგან გათავისუფლდებით და შვებით ამოისუნთქავთ. საკუთარი თავისგან მეტისმეტად ბევრს ნუ მოითხოვთ – პერფექციონიზმს კარგი არაფერი მოაქვს. ხანდახან სჯობს მცირედით დაკმაყოფილდეთ, ვიდრე მიუწვდომელ მწვერვალებს შეეჭიდოთ.

მორიელი

სანამ გრძნობების მორევში გადაეშვებით, კარგად დაფიქრდით — შესაძლოა ადამიანს, რომელიც მოგეწონათ, მხოლოდ ანგარება ამოძრავებს. დღეს ოჯახს მეტი დრო დაუთმეთ და დაგროვილ საქმეებზე ისაუბრეთ. იყავით ყურადღებიანი ახლობლების საჭიროებების მიმართ.

ამ დღეს მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა გმართებთ, განსაკუთრებით ფულთან. პარტნიორების საეჭვო გარიგებებს ნუ დათანხმდებით. ეცადეთ სამსახურში არ დააგვიანოთ, თორემ საყვედურებს თავიდან ვერ აიცილებთ. ტექნიკასთან ფრთხილად იყავით, არსებობს მცირე ტრავმების რისკი.

მშვილდოსანი

შფოთვა და სევდა წარსულს ჩაჰბარდა, ახლა გართობის და დასვენების დროა და ეს შანსი ხელიდან არ გაუშვათ. დღე ვარჯიშით დაიწყეთ, საძინებელი გაანიავეთ, ფეხით ისეირნეთ და ალკოჰოლსა და მავნე საკვებს ერიდეთ. მოსალოდნელია მეგობრების ან ნათესავების სტუმრობა, ასე რომ მათ მისაღებად მოემზადეთ.

ნუ აჰყვებით ნეგატიურ ემოციებს და პოზიტიური განწყობა შეინარჩუნეთ. დღე ხელსაყრელია ახალი პროექტების დასაწყებად — თამამად განახორციელეთ თქვენი იდეები.

თხის რქა

მალე მგზავრობა გელით, თუმცა ნუ ინერვიულებთ – ახლა საყვარელ ადამიანთან ხანმოკლე განშორება მხოლოდ წაგადგებათ. შესაძლოა, გარშემო მყოფების დამოძღვრის სურვილი გაგიჩნდეთ, თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ, „ბრძნული“ კომენტარებისგან თავი შეიკავოთ, რათა ახლობლები არ გააღიზიანოთ.

ნუ ენდობით ადამიანს, რომელიც თქვენს მოხიბვლას დაჟინებით ცდილობს — შესაძლოა ცუდი განზრახვა ჰქონდეს. მალე თქვენს ნიჭსა და უნარებზე მოთხოვნა ისე გაიზრდება, როგორც არასდროს. გექნებათ შანსი, რომ საკუთარი თავი მთელი ბრწყინვალებით წარმოაჩინოთ.განაგრძეთ კითხვა:

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • GWP წყალმომარაგების შეწყვეტის შესახებ, ვაკის აბონენტებს აფრთხილებს
  • თსუ-ს ლექტორების ნაწილი მიქანაძესთან შეხვედრაზე უარს ამბობს
  • არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია – „თბილისი ენერჯი“ აბონენტებს აფრთხილებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge