რუსეთის ორენბურგის ოლქში, ქალაქ ორსკში სასწავლო თვითმფრინავი ჩამოვარდა. დაღუპულია 3 ადამიანი. თვითმფრინავში სანქტ-პეტერბურგის სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსანტები და პილოტი იმყოფებოდნენ. თვითმფრინავი კი ამავე უნივერსიტეტის საკუთრება იყო.
