“ეს ჩემი ომია, ჩვენი ომია, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი თავისუფლების… ცუდია, რომ ამას ყველა ვერ ხვდება, მაგრამ დრო გავა და მიხვდებიან”, – ამის შესახებ რეპერმა ლექსო ქავთარაძემ ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “შუადღე Live” რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა.
“არტისტი როცა ხარ, როგორც შეგიძლია ისე უნდა თქვა შენი სათქმელი ამ ყველაფერზე. ომის დაწყების პირველივე დღეებში, რა ემოციაც წამოვიდა ის გავაკეთე. ახლა თუ საჭიროა, და საჭიროც არის ავტომატიც აიღო, ღმერთმა არ ქნას, მაგრამ ჩემი ტყვია, ჩემი სიტყვაა.
მოდი ნუ გავექცევით და ეს უნდა ვთქვათ, ამ ქვეყანამ (უკრაინა) მსოფლიოში ახალი დღის წესრიგი შექმნა და დაგვანახა, როგორი უნდა იყოს შემდგარი ერი. მე მაგალითად, დავინახე ჩვენი შეცდომები”, – ამბობს ლექსო ქავთარაძე გადაცემაში “შუადღე Live”.