Thursday, January 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვმუშაობთ მანდატურების მხრიდან ძალადობის მსხვერპლებთან, მოვითხოვთ ბრალის წარდგენას – საფარი

January 29, 2026
ვმუშაობთ მანდატურების მხრიდან ძალადობის მსხვერპლებთან, მოვითხოვთ ბრალის წარდგენას – საფარი

არასამთავრობო ორგანიზაცია საფარის ცნობით, ისინი მუშაობენ ადამიანებთან, რომლებიც გახდნენ ძალადობის მსხვერპლი თბილისის საქალაქო სასამართლოში მანდატურების მხრიდან. 11 დაზარალებულიდან 8 ქალია.

ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ აღნიშნა, რომ მიუხედავად არაერთი მტკიცებულების არსებობისა, ბრალი წაყენებული არ არის და არც დაზარალებულის სტატუსი მიუღია ვინმეს.

“ჩვენი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი და არაერთხელ ასახულა პირდაპირ ეთერში თუ ვიდეოში, როგორ ძალადობენ მანდატურები ადამიანებზე. საფარი მუშაობს 11 დაზარალებულთან, საიდანაც 8 ქალია. ყველა მათგანი გახდა ძალადობის მსხვეპლი მანდატურების უფროსის, დავით მატიაშვილისგან ან მისი თანამშრომლების მხრიდან. ეს ძალადობა სისტემური ხასიათისაა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მტკიცებულება არსებობს საქმეში, ბრალი წაყენებული არ არის და დაზარალებულის სტატუსი არ მიუღია არცერთ ადამიანს. ამასობაში, გრძელდება გამოძიება, დაკითხულია ყველა მოწმე, ყველა დაზარალებული, ამოღებულია ფოტო/ვიდეო მასალა, სადაც ცხადად ჩანს დანაშაული, თუმცა მიუხედავად ამისა, არ ხდება ბრალის წაყენება.” – თქვეს ბრიფინგზე.

საფარი მოითხოვს მანდატურების იდენტიფიცირებას, ბრალის წარდგენას და საქმეში სახალხო დამცველის ჩართვას.

“მთავარი მოთხოვნაც სწორედ არის ის, რომ ბრალი წაუყენონ, დაიდენტიფიცირდეს ყველა პირი, თავად დავით მატიაშვილი, ცხადია, და სხვა მისი თანამშრომლები, რომლებიც სხვადასხვა დროს ძალადობდნენ სხვადასხვა ადამიანზე. ჩვენი ინფორმაციით, გაცილებით მეტია დაზარალებულთა რიცხვი, ვიდრე 11, უბრალოდ 11-ს იცავს საფარი. სხვადასხვა ტიპის დაზიანებებზე გვაქვს საუბარი, ზოგიერთ შემთხვევაში სამედიცინო დოკუმენტაციაც არსებობს ამ დაზიანებების შესახებ და, რაც მთავარია, ეს არის სამსახურებრივი უფლებამოსილების დროს ჩადენილი დანაშაული და საჭიროა ძალიან სწრაფი რეაგირება პროკურატურის მხრიდან. ჩვენ ასევე ვთხოვთ სახალხო დამცველს, შეისწავლოს ეს საქმე, ჩაერთოს, თვალყური ადევნოს გამოძიებას და მისი უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედოს.” – განაცხადა ბაია პატარაიამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ლუკოილი“ უცხოურ აქტივებს ამერიკულ კომპანიას მიჰყიდის
  • 10 პროდუქტი, რომლებიც კოლაგენითაა მდიდარი და უმჯობესია, თქვენს რაციონში იყოს
  • პოლიციელის ცემაში ბრალდებული დავით შარაშიძე საკრებულოს თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge