ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭარის აღმართში, და-ძმის ცხედრები იპოვეს.
ცხედრები საცხოვრებელი სახლიდან მოშორებით, საკარმიდამო ნაკვეთში ნახეს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ.
ამ ეტაპზე უცნობია, ჰქონდათ თუ არა გარდაცვლილებს სხეულზე ძალადობის კვალი. შემთხვევა გუშინ მოხდა. სოფელში ამბობენ, რომ ფაქტი საეჭვო გარემოებებს შეიცავს.
“ტარო გავიდა 8 საათზე მეზობელთან, ვერ მივიდა მეზობლის სახლამდე, გზაზე წაიქცა. ზოგადად ტაროს ხშირად უკავდებოდა ხელ-ფეხი, ალბათ ახლაც ეგ დაემართა, დაეცა და ადგომა ვერ შეძლო. გაიყინა სიცივეში. დილის 9-მდე იქ იმყოფებოდა, დამ ვერ იპოვა, რადგან სულ სხვა ადგილას ეძება, სადაც ძმის ტლეფონი იყო – იქ. დარია ტელეფონით რეკავდა ოჯახის წევრებთან, ღამის 12 საათამდე ეძება. ტელეფონის ფანრით ათვალიერებდა გარემოს, ამ დროს გადავარდა შემთხვევით წყალში. იქ დაიღუპა” – ამის შესახებ ახლობლები AMBEBI.GE-სთან საუბრობენ.
