სამდღიანი ძებნის შემდეგ, მუხრანის ცენტრში ორი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულები დააკავეს, კრიმინალური პოლიცი ამბობს, რომ ერთი მკვლელია, მეორე კი თანამზრახველი. პოლიციამ მალავს სად და რა ვითარებაში იმალებოდნენ მკვლელობის საქმეზე ძებნილი პირები. 39 და 43 წლის კაცები ახლა იზოლატორში ჰყავთ, ჯერ უცნობია რა ჩვენება მისცეს მათ, ეს იყო მკვლელობა შურისძიების ნიადაგზე, თუ შეკვეთილი მკვლელობა, რომლის უკანაც სხვა პირები დგანან.
მოკლული ბიზნესმენია, “პირველებს” ადგილზე უყვებიან, რომ ის ფლობდა ბეტონის ბიზნესს, არსებობს ვერსია, რომ მკვლელობა, სწორედ ბიზნეს წილების გამო წარსულში დაწყებულ დავას უკავშირდება. ზურაბ სანამაშვილი მის მეზობელთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე გია ქილარჯიანთან ერთად ხორცის მაღაზიიდან გამოსვლის დროს ჩაცხრილეს.
მოკლულ ბიზნესმენს სავარაუდოდ უთვალთვალებდნენ, რადგან ის მკვლელობის დღეს მუხრანში არ იყო და თბილისიდან დაბრუნდა, სოფლის მაღაზიაში რამდენიმე წუთის შესული იყო როდესაც 10 ტყვია ესროლეს. ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს. მკვლელი მხოლოდ ერთ თანამზრახველთან ერთად მოქმედებდა, თუ მკვლელობის დამკვეთი სულ სხვა პირია კრიმინალური სამყაროდან.
