Monday, January 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გიორგი ვაშაძე ე.წ. საბოტაჟის საქმე სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება

January 26, 2026
“სამწუხაროდ, ჩვევაში გვაქვს გამჯდარი ასეთი ტერმინების გამოყენება”– ვაშაძე მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს იხდის

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მის წინააღმდეგ მიმდინარე ე.წ. საბოტაჟის საქმე მძიმე მუხლებს მოიცავს და, მისი შეფასებით, საკითხით საერთაშორისო ინსტანციებსაც მოუწევთ დაინტერესება.

ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. საბოტაჟისა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, სადაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

რაც შეეხება მისთვის პასპორტის ჩამორთმევას, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მას წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ზურაბ ჯაფარიძისთვის პასპორტის ჩამორთმევის შემდეგ იგივე გადაწყვეტილება მის მიმართაც იქნებოდა მიღებული.

მისი განმარტებით, პასპორტის ჩამორთმევა მიზნად ისახავს ზეწოლასა და დამატებითი პრობლემების შექმნას.

„სხვა ტიპის საქმეა, საკმაოდ მძიმე მუხლებია, აქედან გამომდინარე, ამ საქმეს საერთაშორისო ინსტანციებიც მოუწევს. ყველამ ვიცოდით, რომ მოსამართლე მაინც დააკმაყოფილებდა პროკურატურის მოთხოვნას. ამ რეალობაში ვცხოვრობთ. როდესაც უსამართლობაზე ვსაუბრობთ, სწორედ ეს არის, როდესაც არ გაქვს მოლოდინი იმისა, რომ შეიძლება მოსამართლემ სხვა გადაწყვეტილება მიიღოს, ვიდრე პროკურატურას უნდა. სამართლიანობა არის პროცედურა და არა უბრალოდ სიტყვა, რომლის მიმართ უნდა მქონდეს ნდობა, სამწუხაროდ, ნდობა დღეს არ არის. ამიტომაც ხდება ის, რაც ხდება ქვეყანაში.

ვიცოდი, რომ ზურას (გირჩი ჯაფარიძე) პასპორტი ჩამოართვეს და მეც რომ ჩამომართმევდნენ. სანამ შევიდოდი ვიცოდი, რომ 100%-ით დააკმაყოფილებდნენ (პროკურატურის მოთხოვნა). არ გავიქეცი, არ წავედი, მოვედი სასამართლოში. რატომ წამართვეს პასპორტი? იმიტომ, რომ აჩვენონ, რომ კიდევ შეუძლიათ წამება და წვალება. ადამიანისთვის პირადობის წართმევა არ შეიძლება, რადგან ის არ არის გადაადგილებისთვის. ამას მოსამართლეს იმიტომ ვესაუბრებოდი, რომ პირადობის შექმნაზე და ამ კანონებზე მე ვმუშაობდი“, – აცხადებს ვაშაძე და დასძენს, რომ გირაოს გადახდას უძრავი ქონებით უზრუნველყოფს, როგორც ეს წინა საქმეშიც მოხდა, რადგან აღნიშნული გადაწყვეტილება სწორად მიაჩნია.

„გიარაოს გადახდას უძრავი ქონებით უზრუნველყოფას გავაკეთებ. როგორც წინა საქმის შემთხვევაში იყო, რადგან ასე მიმაჩნია სწორი“,- განაცხადა ვაშაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “საბურთალოს და დიდუბის რაიონში ღამით მოძრაობა შეიზღუდება”- გაფრთხილება მოსახლეობას
  • ვინ არის ემიგრაციიდან დაბრუნებული ქალი, რომელიც სამშობლოში გარდაიცვალა
  • ყველაზე მძიმე დღეებად 27 და 28 იანვარი სახელდება – მეტეოროლოგების საგანგებო გაფრთხილება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge