დილით მაღაზიაში მისულ ნანი წულაიას მაღაზიის ორი ბოქლომი გატეხილი დახვდა – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს.
“დილით მაღაზიაში მისულ ნანი წულაიას მაღაზიის ორი ბოქლომი გატეხილი დახვდა. ქურდებმა ვერ მოასწრეს მისი ერთადერთი შემოსავლის განადგურება, მაგრამ სტატუსი სხვა რამეზეა. ვინ შეიძლება პატარა რუსთავში არ იცოდეს, რომ მაღაზია პატიმრის დედისაა?!
შესაბამისად, ყველა არაკაცია, ვინც მისი მაღაზიის გაქურდვა სცადა. იმედია, მალე დაგიჭერენ ბიჭებო, თუნდაც სხვა ამბის გამო.” წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
