ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 24 იანვრის ენერგიებზე საუბრობს:
„24 იანვარი – შრომისა და მატერიალიზაციის დღე. დღეს საერთო ენერგია გადის რიცხვი 8-ის გავლენით.
ეს არის შედეგის, ფულის, სტატუსისა და დამსახურებული ჯილდოს ენერგია.
რას გირჩევს დღე:
იშრომე გულწრფელად, დღე მატერიალური წარმატებისთვისაა
გააკეთე ფინანსური მოქმედებები: გადახდები, ყიდვა, გაყიდვა ისწავლე, განავითარე უნარები, აამაღლე ხარისხი კონცენტრირდი შედეგზე და არა ემოციებზერას სჯობს მოერიდო: გართობას, ალკოჰოლს, ჭარბ კვებას – დაიცავი რეჟიმი და ზომიერება საკრედიტო და იპოთეკური ხელშეკრულებების ხელმოწერას იზოლაციაში ჩაკეტვას და პოზიციას „ყველაფერს მარტო გავაკეთებ“ გადაჭარბებულ კონტროლსა და ადამიანებისადმი უნდობლობას დღეს შაბათია სატურნის დღე,და ის განსაკუთრებით წარმატებულია მათთვის, ვინც დაბადებულია8, 17 და 26 რიცხვში.თქვენი ძალის ფერები: ლურჯი და ცისფერიიყოს ეს დღე შედეგიანი, სტაბილური და ნაყოფიერი “ – წერს მელიქიშვილი სოციალურ ქსელში.
