რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს წინ ტროტუარზე გამოხატავენ პროტესტს.
აქციას შეუერთდა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძეც, რომელიც პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა.
“მადლობა ყველა ადამიანს, ვინც აქ არის და ზოგადად იმ ადამიანებს, ვინც მედგრად იბრძვიან. ჩვენ ვიბრძვით სამართლიანობისთვის, თავისუფლებისთვის, იმისთვის, რომ ნორმალურად ვიცხოვროთ ქვეყანაში. არანაირ სამართლებრივ ნორმაში არ ჯდება, რომ ადამიანი ტროტუარზე დგას და 5 დღე ციხეში გაუშვა ამისთვის. აღარაფერს ვამბობ სხვა გრძელ პატიმრობებზე”- განაცხადა ვაშაძემ.
აქციის მონაწილეებს თან აქვთ საპროტესტო პლაკატები წარწერით: „სად უნდა თქვათ, ტროტუარზე დგომისთვის ხალხი დავიჭირეო?”
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დღეს საპროტესტო მსვლელობა არ გაიმართება.
საკანონმდებლო ორგანოსთან უწყვეტი პროტესტი ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს.
