ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 26 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-იდან 16:00 საათამდე შეუწყდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბარისახო, კორშა, როშკა, გუდანი, ბაცალიგო, ჭორმეშავი, ჟინვალი, აყნელი და მიმდებარედ.
„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
