სუს ქსელურ სუპერმარკეტებში შესვლას ადასტურებს. უწყების განმარტებით, სხვადასხვა კომპანიიდან ხდება დოკუმენტების ამოღება.
„ათობით განჩინებაა და სხვადასხვა კომპანიიდან ხდება დოკუმენტების ამოღება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით“ — უთხრეს „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში
ცოტა ხნის წინ, „ფორმულას“ გადაცემამ „ბიზნესი დღეს“ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია რომ სახელმწიფო უსაფთხოების სამსახური სხვადასხვა სუპერმარკეტების ქსელებში შევიდა. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებდა რითეილ ასოციაცია და კომპანია „აგარის შაქარის“ კომპანია.
„ქართული ოცნების“ პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამთავრობო კომისია შექმნა, რომელიც მისი მტკიცებით, ადგენს, თუ რატომაა სასურსათო ფასები სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალი. კობახიძის თქმითვე, „საქართველოში 100 000 კაცზე 113 მარკეტია, მაშინ, როდესაც გერმანიაში 45-ია იგივე მაჩვენებელი, ავსტრიაში – 62. არის კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებლები. ეს ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, აისახება ფასზე და ტვირთად აწვება მოსახლეობასაც“.
