ცნობილი ხდება, 29 წლის ჭადრაკის დიდოსტატის, დანიელ ნაროდიცკის გარდაცვალების მიზეზი.
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მის ორგანიზმში რამდენიმე სახის ნარკოტიკული საშუალება იქნა აღმოჩენილი.
ტოქსიკოლოგიური ანგარიშის მიხედვით, რომელიც ჩრდილოეთ კაროლინის მთავარი სამედიცინო ექსპერტის ოფისმა მოამზადა და NBC News-მა მოიპოვა, გარდაცვალების დროს ნაროდიცკის ორგანიზმში აღმოჩენილი იყო: მეტამფეტამინი, ამფეტამინი, 7-ჰიდროქსიმიტრაგინინი, მიტრაგინინი.
ნაროდიცკი საკუთარ სახლში გარდაცვლიი 19 ოქტომბერს იპოვეს.
ნაროდიცკის დედამ Daily Mail-ს განუცხადა, რომ მისი შვილი გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე ოჯახთან სტუმრობას გეგმავდა, ხოლო 9 ნოემბერს დაბადების დღის აღნიშვნასაც აპირებდა, რაც მიანიშნებს, რომ დოზის გადაჭარბება, სავარაუდოდ, შემთხვევითი იყო.
