სალომე ზურაბიშვილი “ქართულ ოცნებას” მისი სახელის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. პირდაპირი ეთერის დროს, სოც ქსელში მეხუთე პრეზიდენტმა თქვა, რომ წლების განმვალობაში ეთნიკურ ქართველებს საქართველოს მოქალაქოების მინიჭებაზე უარეს ისე ეუბნებოდნენ, რომ რეალურად გადაწყვეტილებას არა პრეზიდენტის ადმინსიტრაცია, არამედ იუსტიციის სამინისტრო იღებდა.
სალომე ზურაბიშვილმა ალაპარაკება მას შმდეგ გადაწყვიტა, რაც ფერეიდნელმა ქართველებმა კითხვა დაუსვეს, რატომ უბლოკავდა წლების განმავლობაში სამშობლოში -მოქალაქეობის მინიჭებას? ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი ამბობს, რომ მოქალაქეობის მსურველ ქართველებს ატყუებდნენ, როდესაც ეუბნებოდნენ რომ უარი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეფუძნებოდა.
რატომ ეუბნება ოცნების ხელისუფლება ეთნიკურად ქართველებს მოქალაქეობის მინიჭებაზე უცნობია. კითხვაზე პასუხი არ აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც წლებია, ამ მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების საააგენტოს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართავენ.
