ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ „ტვ პირველი“ დატოვა. მან წასვლის მიზეზებზე გადაცემა „რეაქციაში“ ისაუბრა და აღნშნა, რომ ახლა ბრძოლის ახალი ეტაპია საჭირო, სადაც საკუთარ თავს ხედავს.
მიშველაძის თქმით, ის მზადაა ბძოლის ახალ, უფრო ცხელ ფაზაში გადავიდეს და იყოს წინა ხაზზე.
“ჟურნალისტიკიდან ასე ვერ წახვალ, თუმცა, რაც შეეხება ჩემ გადაწყვეტილებას, ვთვლი, რომ ახალი ეტაპია საჭირო, ბრძოლის ახალ ეტაპს ვგულისხმობ და ბრძოლის იმ ეტაპისთვის უფრო საჭიროდ დავინახე ჩემი თავი. იმ ბრძოლას, რომელზედაც მე ვლაპარაკობ, უფრო სჭირდება გაცოცხლება, იმედი, რწმენა, მინდა, რომ გარკვეული წვლილი შევიტანო ამაში და მგონია, რომ ამას შევძლებ.
ეს არის პოლიტიკური ბრძოლა, რასაც მე ვხედავ და რაშიც მინდა, რომ მივიღო მონაწილეობა, ბრძოლის სხვა ცხელ, უფრო ცხელ ფაზაში გადავიდე და ვიყო წინა ხაზეე. ივანიშვილს გონია, რომ პოლიტიკა მოკლა, მაგრამ ვერ მოკლავს. სწორედ მაშინ, როდესაც მას ჰგონია, რომ პოლიტიკა მოკლა, ყველას დაჭერით ემუქრება, ყველა პოლიტიკურ პარტიას განადგირებით ემუქრება, ყოველთვის გამოჩნდება ერთი, ან ბევრი ადამიანი, რომელიც ამ ბრძოლაში შევა და დადგება იმ ადამიანების გვერდით, ვინც ქუჩაში არიან. ჩვენ არ დავუთმობთ ამ ქვეყანას რუსებს და მინდა, რომ ამ ბრძოლაში უფრო აქტიური მონაწილეობა მივიღო” – განაცხადა მიშველაძემ.
