თუ წაიკითხავთ ევროპელი ლიდერების: კაია კალასის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, მერცის, სტარმერის, მაკრონის და რუტეს განცხადებებს, ისინი რუსეთის წინააღმდეგ ომისთვის სერიოზულად ემზადებიან – აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის 2025 წლის დიპლომატიური საქმიანობის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“თუ ამ კრიზისის ისტორიას გადავხედავთ, დაწყებული 2014 წლიდან და განსაკუთრებით 2022 წლიდან, პოლიტიკური შეთანხმებების მიღწევის კუთხით რუსეთის მხრიდან კეთილი ნების ნაკლებობა არ შეინიშნებოდა. თუმცა, ყოველ ჯერზე, ჩვენმა დასავლელმა, პირველ რიგში ევროპელმა, მეზობლებმა ყველაფერი გააკეთეს ამ შეთანხმებების ჩასაშლელად.
თუ წაიკითხავთ ევროპელი პოლიტიკოსების, ლიდერების და თუნდაც კაია კალასის და ურსულა ფონ დერ ლაიენის, მერცის, სტარმერის, მაკრონის და რუტეს განცხადებებს, ისინი სერიოზულად ემზადებიან რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომისთვის. ამას არც მალავენ“ – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
