მზია ამაღლობელის ძმამ რუსთავის ქალთა ციხე დატოვა – როგორც მალხაზ ამაღლობელმა ჟურნალისტებთან განაცხადა, დაპატიმრებული ქალი ჟურნალისტი შეწყალების შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.
მალხაზ ამაღლობელი ამბობს, რომ “ნეტგაზეთის” და “ბათუმელების” დამფუძნებელს” თოვისა და უხვი ნალექის გამო საკანში ტელევიზორი არ უმუშავებს, ამიტომაც ინფორმაციულ ვაკუუმშია.
“ძალიან მხნედ და შემართებითაა, თქვა, რომ ერთ წელიწადში გამოვალ და შევხდებითო” – თქვა ჟურნალისტებთან მზია ამაღლოებლსი ძმამ.
“ინფორმაცია მას არ გააჩნია, არც ხელმძღვანელობიდან არავინ მისულა, არაფერი უთქვამთ, არც გუშინ. ამინდის გამო არხებს, ტელევიზორს ვერ უყურებს. არანაირი ინფორმაცია არ აქვს საერთოდ. მოლოდინიც არ აქვს. ბათუმში არ წავალ, ჯერჯერობით დაველოდები, ის თუ არა იქნებ სხვა ვინმე გამოვიდეს. ძალიან მხნედ და შემართებითაა, თქვა, რომ ერთ წელიწადში გამოვალ და შევხდებითო”, – განაცხადა მზია ამაღლობელის ძმამ.
შეწყალების აქტს სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და მსჯავრდებულები გუშინ დილიდან ციხეებთან თოვასა და სიცივეში ელოდებოდნენ, თუმცა “ოცნების” პრეზიდენტმა აქტი ღამის დაახლოებით 22:30 წუთზე გამოსცა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა და მოხვდნენ თუ არა სიაში სინდისის პატიმრები.
