Tuesday, January 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ამ მონაკვეთზე მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის არის დასაშვები გადაადგილება – რა ვითარებაა გზებზე

January 19, 2026
ამ მონაკვეთზე მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის არის დასაშვები გადაადგილება – რა ვითარებაა გზებზე

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აღმოსავლეთ საქართველოს საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული.

ასეთი ვითარებაა სტეფანწმინდა-ლარსი-გუდაური-კობის მონაკვეთზე, სადაც გზის გაწმენდის სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. მსუბუქი ავტომობილებისთვის მოძრაობა თავისუფალია, თუმცა შეზღუდვები ეხება მისაბმელიან და ნახევრად მისაბმელიან ავტოსატრანსპორტო საშუალებებს. სპეციალურად გამოყოფილ ავტოსადგომზე, სატვირთო ავტომობილების მძღოლები, მესამე დღეა გზის გასაგრძელებლად, ამინდის გაუმჯობესებას ელოდებიან.

ძლიერი თოვის გამო, მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის არის დასაშვები გადაადგილება ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე. განსაკუთრებით უხვი ნალექი მოვიდა თელავშიც, სადაც უსაფრთხოების გამო მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა შეაჩერა. დიდთოვლობის გამო, რეგიონში ელექტროენერგია არ მიეწოდება აბონენტების ნაწილს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ შესაბამისი სამსახურები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ და მოსახლეობას ელექტრო ენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგება. სპეციალური ტექნიკის მეშვეობით კი ყველა პრობლემურ მონაკვეთზე იწმინდება გზა და იყრება ტექნიკური მარილი.

მსგავსი პრობლემებია დიდთოვლობის გამო, ქვემო ქართლის რეგიონშიც. მუნიციპალიტეტებში თავისუფლად გადაადგილებისა და ინფრასტრუქტურის კუთხით არსებულ სირთულეებზე დროული რეაგირებისთვის, ყველა შესაბამისი სამსახური უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. 40 ერთეული სპეცტექნიკის დახმარებით, რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდის სამუშაოები, მათ შორის მაღალმთიან სოფლებშიც. მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებისა და საჭირო სერვისების შეუფერხებლად მიწოდების მიმართულებით, სამუშაოები ამინდის გაუმჯობესებამდე გაგრძელდება.

გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ყველა საჭირო მიმართულებით მობილიზებულია ტექნიკა და პრობლემურ მონაკვეთებზე იყრება ტექნიკური მარილი. შედეგად საერთაშორისო მნიშვნელობის გზებზე მოძრაობა თავისუფალია, თუმცა უხვი ნალექის გამო, მოქმედებს შეზღუდვებიც. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს დაიცვან უსაფრთხოების წესები და მხოლოდ ზამთრის საბურავებით გადაადგილდნენ.

პროგნოზის მიხედვით მთელი საქართველოს მასშტაბით, 23 იანვარს გამოიდარებს. თუმცა მანამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია თოვა. 22 იანვარს კი ნალექთან ერთად, ყინვა გაძლიერდება.

უამინდობის გამო, შესაბამისი უწყებები, გზების გაწმენდის სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მოულოდნელად გარდაიცვალა”- ახლახანს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა
  • თბილისში უამინდობის გამო კიდევ ერთი ავარია მოხდა – ვრცელდება ვიდეო
  • “მომწერეს, რომ ეს ბიჭი გარდაიცვალა… გული გამისკდება ახლა”- წვეულების ორგანიზატორი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge