ევროპამ ყურადღების კონცენტრირება რუსეთსა და უკრაინის ომზე უნდა მოახდინოს და არა გრენლანდიაზე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, თუ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ ევროპის ქვეყნებს ტარიფებს „100%-ით“ დაუწესებს.„ევროპამ ყურადღების კონცენტრირება რუსეთსა და უკრაინის ომზე უნდა მოახდინოს, რადგან, გულწრფელად რომ ვთქვათ, თქვენ ხედავთ, თუ რა შედეგი მოჰყვა ამას მათთვის. ევროპამ ყურადღება ამას უნდა მიაპყროს და არა გრენლანდიას“, – განაცხადა ტრამპმა.კითხვაზე, გრენლანდიაზე კონტროლის დასამყარებლად ძალას გამოიყენებს, თუ არა, ტრამპმა უპასუხა: „კომენტარის გარეშე“.მისი თქმით, „ნობელის პრემია საერთოდ არ ადარდებს“, თუმცა აღნიშნა, რომ პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებებს ნორვეგია იღებს.„მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობენ ისინი, ნორვეგია ამას სრულად აკონტროლებს. ამბობენ, რომ ამასთან არაფერი ესაქმებათ, თუმცა სინამდვილეში ამასთან საერთო ყველაფერი აქვთ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
