აჭარაში კაცი ნაჯახით დაჭრეს.
ინფორმაციას მომხდარის შესახებ „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო.
უწყებაში აცხადებენ, რომ დადგენილია, დანაშაულის, სავარაუდო, ჩამდენი პირის ვინაობა, მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილმდებარეობის დადგენისა და დაკავების მიზნით.
