Friday, January 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მიკროფონი გამოართვით, რომ ისროლოს, რა გარანტია მაქვს?” – 4 ოქტომბრის მოვლენების დროს დაკავებულების საქმის მოსამართლე ერთ-ერთ ბრალდებულზე

January 16, 2026
“მიკროფონი გამოართვით, რომ ისროლოს, რა გარანტია მაქვს?” – 4 ოქტომბრის მოვლენების დროს დაკავებულების საქმის მოსამართლე ერთ-ერთ ბრალდებულზე

ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების საქმის მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა განაცხადა, ” მიკროფონი გამოართვით, რომ ისროლოს, რა გარანტია მაქვს?”, როდესაც ერთ-ერთ ბრალდებულს, კახაბერ მჟავანაძეს ადვოკატებმა სიტყვის თქმისას მიკროფონი მიაწოდეს.

„გესროლოთ, რა გიჟია?“ – განაცხადა ადვოკატმა შოთა კახიძემ, რასაც ბრალდებული მჟავანაძე გამოეხმაურა.

„ვიდეოებს ვუყურე, იქ არავის არაფერი უსვრია და აქ ისვრის ვინმე?” – განაცხადა ბრალდებულმა.

მან სასამართლოში ყველა ბრალდებულის სახელით განცხადება წაიკითხა, რომლის მიხედვითაც, ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვენ. მათი განმარტებით, მომდევნო ორი სხდომა ისინი პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ, აღნიშნულისკენ მოუწოდებენ ისინი დანარჩენ 4 ეპიზოდში ბრალდებულებიც.

„ვერ მოვისმინეთ და ვერ ვნახეთ დანაშაული, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს. ვითხოვთ, სასამართლოს წინაშე წარდგეს ე.წ. პრემიერ – მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელმაც თქვა, რომ იქ სიურპრიზები დახვდათო. 3 კაცი ვერ წააქცევდა ღობეს, მოვითხოვთ, დაიკითხოს კობახიძე და დაასაბუთოს რა სიურპრიზი დაგვხვდა იქ, სხვა შემთხვევაში არ ვაპირებთ ამ მასკარადში მონაწილეობას. ე.წ. მეხუთე ჯგუფი ვართ ჩვენ და მოვუწოდებთ შემოგვიერთდნენ დანარჩენი ოთხი ჯგუფიც. ჩვენ მომდევნო ორი სხდომა არ დავესწრებით პროცესს, არ ვაპირებთ ამის მოსმენას”,- განაცხადა მჟავანაძემ.

აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით მოსამართლემ დაცვის მხარე პოზიციის დაფიქსირება სთხოვა.

„სადაც მიკროფონის შეგეშინდათ, ვის სჯერა, რომ პრემიერ-მინისტრს დაკითხავთ. ამ გადაწყვეტილების მიმღები თქვენ არ ხართ. თუ ობიექტური მსაჯული ხართ, ეს შუამდგომლობა უნდა დააკმაყოფილოთ“, – მიმართა შოთა კახიძემ მოსამართლე გელაშვილს, რომელმაც იკითხა, თუ რომელ ნორმას უნდა დაეყრდნოს შუამდგომლობის განხილვისას.

ამ შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. პროკურორ ვაჟა თოდუას განცხადებით, „პოლიტიკური შეფასება მოწმის დაკითხვის საფუძველი ვერ გახდება“.

ბრალდებულების პოზიციას დაეთანხმა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული ია დარახველიძე, რომელმაც განაცხადა, რომ ისიც უერთდებოდა დაკავებულების პროტესტს, რაზეც ბრალდებულებმა თქვეს, რომ გათავისუფლებულებს არ ეხებოდათ.

მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ირაკლი კობახიძის დაკითხვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილს, ზაქრო ალბუთაშვილს, გენადი კელიხაშვილს, დათო ღურწკაიას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ია დარახველიძე, გიორგი ჩახუნაშვილი და ევა შაშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებული.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მზია ამაღლობელის საქმეში არსებული ხარვეზები მართლმსაჯულების პროცესის ბოროტად გამოყენებაზე მიუთითებს” – “კლუნების ფონდის სამართლიანობისთვის”
  • “ირანის ხელისუფლება მომიტინგეების ცხედრების დასაბრუნებლად ოჯახებისგან დიდ თანხებს ითხოვს” – BBC
  • როგორია თირკმლის კიბოს სიმპტომები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge