Thursday, January 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ჩვენ ამასთან დაკავშირებით რაიმე კრიტიკული მიდგომა არ გვაქვს – პირიქით, ჩვენი მოქალაქეები გვჭირდება საქართველოში” – შალვა პაპუაშვილი აშშ-ის მიერ საიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერებაზე

January 15, 2026
“თუკი ვინმეს აინტერესებს, როგორ გამოიყურება ევროპის ცივილიზაციური უფსკრული, ევროპარლამენტის გუშინდელ სხდომას უნდა უყუროს” – შალვა პაპუაშვილი

x

ჩვენ ამასთან დაკავშირებით რაიმე კრიტიკული მიდგომა არ გვაქვს. ჩვენ პირიქით, ჩვენი მოქალაქეები გვჭირდება საქართველოში. გვინდა საქართველოს მოქალაქეებმა იზრუნონ და ჩართულები იყვნენ საქართველოს გაძლიერებასა და აღმშენებლობაში და არა სხვა ქვეყნების აღმშენებლობაში, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან 75 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემის დროებით შეჩერებას.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება არის ნებისმიერი ქვეყნის შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, თუ რა საიმიგრაციო პოლიტიკა აქვთ მათ.

„მათი გადასაწყვეტია. საუბარი არ არის ტურისტულ ვიზებზე, სხვა კატეგორიის ვიზებზე, საუბარია საიმიგრაციო ვიზებზე. ეს არის ნებისმიერი ქვეყნის შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, თუ რა საიმიგრაციო პოლიტიკა აქვს მას.

ვიცით, რომ აშშ-ს ახალ ადმინისტრაციას აქვს რადიკალურად სხვა შეხედულებები და წინა ადმინისტრაციებსაც, ამ პოლიტიკის განხორციელებაა. ჩვენი მოქალაქეები რომ დარჩნენ საქართველოში ეს არის პრიორიტეტი. ჩვენი ქვეყანა წინ მიდის და მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქე ჩართული იყოს ქვეყნის განვითარებაში“,- აღნიშნავს პაპუაშვილი და დასძენს, რომ „90-იანი წლების პერიოდში განსაკუთრებით დიდი ადამიანური და ინტელექტუალური რესურსი გაედინა საქართველოდან, რომელიც დღეს აშენებს და ავითარებს სხვა ქვეყნების კეთილდღეობას და საზოგადოებას“.

მისივე თქმით, სიცრუეა, რომ თითქოს, იმ ქვეყნებს რომელსაც საიმიგრაციო ვიზების გაცემა უჩერდებათ, აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა არ აქვს.

„ტყუილია, რასაც ამბობთ, თითქოს, იმ ქვეყნებიდან, რომელსაც ეხება, ლამის ნახევარი დედამიწაა, სტრატეგიული პარტნიორობა არ აქვს აშშ-თან. სომხეთია ამ სიაში და სტრატეგიული პარტნიორობა აქვს.

გარწმუნებთ, ჩვენი პოლიტიკა არ განაპირობებს პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკას მიგრაციის საკითხში, ვენესუელასთან, გრენლანდიასთან დაკავშირებით. არცერთ ამ საკითხზე ჩვენი პოლიტიკა არაფერ შუაშია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატები საიმიგრაციო ვიზების გაცემას დროებით 75 ქვეყნისთვის აჩერებს, რომელთა შორისაა საქართველოც.

ქვეყნების სრული ჩამონათვალი ასეთია: ავღანეთი, ალბანეთი, ალჟირი, ანტიგუა და ბარბუდა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბაჰამის კუნძულები, ბანგლადეში, ბარბადოსი, ბელარუსი, ბელიზი, ბუტანი, ბოსნია, ბრაზილია, ბირმა, კამბოჯა, კამერუნი, კაბო-ვერდე, კოლუმბია, კოტ-დ’ივუარი, კუბა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, დომინიკა, ეგვიპტე, ერიტრეა, ეთიოპია, ფიჯი, გამბია, საქართველო, განა, გრენადა, გვატემალა, გვინეა, ჰაიტი, ირანი, ერაყი, იამაიკა, იორდანია, ყაზახეთი, კოსოვო, ქუვეითი, ყირგიზეთი, ლაოსი, ლიბანი, ლიბერია, ლიბია, მაკედონია, მოლდოვა, მონღოლეთი, მონტენეგრო, მაროკო, ნეპალი, ნიკარაგუა, ნიგერია, პაკისტანი, კონგოს რესპუბლიკა, რუსეთი, რუანდა, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სენეგალი, სიერა-ლეონე, სომალი, სამხრეთ სუდანი, სუდანი, სირია, ტანზანია, ტაილანდი, ტოგო, ტუნისი, უგანდა, ურუგვაი, უზბეკეთი და იემენი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბათუმი-ჩაქვის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – რა ვითარებაა ადგილზე
  • მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს
  • ირანის თავდაცვის მინისტრი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge