„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
კომპანიის ცნობით, ქუჩების ნაწილს წყალი 14 საათით, ნაწილს კი 12 საათით შეუწყდება.
„საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელის ქ. N1ა-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 1/12/2026 22:00 საათიდან 1/13/2026 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის, ალექსანდრე ბასილაიას ქუჩებს, ალექსანდრე ბასილაიას I და II შესახვევებს, ბახტრიონის ქ. N30.
დღეს 1/12/2026 საბურთალოს რაიონში, ასათიანის ქ. N5-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას 1/12/2026 22:00 საათიდან 1/13/2026 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: მიხეილ ასათიანის, სერგო ზაქარიაძის N 2, 4, 6, 8 და ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების ქუჩებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
