Monday, October 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„საწვავზე აქციზის შემცირება არაეფექტიანია – ამით ყველაზე მეტად მოსახლეობის მაღალშემოსავლიანი კატეგორია ისარგებლებს, დაბალშემოსავლიანებისთვის ეს სარგებელი მინიმალური იქნება“ – სოსო არჩვაძე

October 12, 2026
საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა – რა ღირს 1 ლიტრი ბენზინგასამართ სადგურებზე

ქვეყანაში ნავთობპროდუქტების ფასი ლამის ყოველდღიურად იმატებს, რაც გლობალურ პროცესებს უკავშირდება იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ საქართველო ნავთობმომპოვებელი არ არის და სრულად იმპორტზეა დამოკიდებული. ეს კი, ცხადია, გავლენას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ახდენს. რამდენად ადეკვატურია ქვეყანაში დღეს არსებული ფასები და რისი გაკეთება შეუძლია ხელისუფლებას, ამ საკითხებზე ეკონომიკის პროფესორ სოსო არჩვაძეს ვესაუბრებით.

– მთავარი მიზეზი უკვე თქვით და ეს მაგონებს ნაპოლეონის შეკითხვას გენერლისადმი, არტილერია ეფექტურად რატომ არ მუშაობდაო. გენერალმა უპასუხა, ხუთი მიზეზი მაქვს და პირველი ის არის, რომ ჭურვები არ გვქონდაო. ნაპოლეონმა კი მიუგო, აღარაა საჭირო დანარჩენი ოთხის ჩამოთვლაო – ანუ მთავარია გლობალური პროცესები. ეს ფაქტორი ნამდვილად მუშაობს და ამ ვითარებაში ყველა ცდილობს ხელის მოთბობას – მომწოდებლებიც, შუამავლებიც, დისტრიბუტორებიც და ა.შ. ამბობენ, რომ ამით რისკის დაზღვევა ხდება იმის გათვალისწინებით, რომ ხვალ შეიძლება ყველაფერი კიდევ უფრო გაძვირდეს, რაც საბოლოოდ თავისთავად აჩქარებს ამ პროცესს.

– ანუ ასეთ მაღალ ფასს რეალურად არა თვითღირებულება, არამედ ეს რისკები, მოგების სურვილი და ა.შ., სხვა სუბიექტური ფაქტორები განაპირობებს?

ბევრი ფაქტორია, მათ შორის ე.წ. უსაფრთხოების ბალიში, რაზეც ადრეც გვისაუბრია.

როცა ვითარება არამყარია და ფასების ზრდას გრძელვადიანი, განგრძობითი ხასიათი აქვს, ბიზნესის ყველა მონაწილე ცდილობს “უსაფრთხოების ბალიშის” შექმნას და როგორც მიუწვდებათ ხელი, ისე მოქმედებენ.

შემიძლია სხვა მაგალითიც მოვიყვანო – 2008 წლის აგვისტოს კრიზისი განპირობებული იყო არა მარტო საქართველო-რუსეთის ომით, არამედ იმითაც, რომ იმ დროს ნავთობის ფასმა მსოფლიო ბაზარზე რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და ერთ ბარელზე 147 დოლარი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ძველი რეკორდული ნიშნულისთვის ნავთობის ფასს ჯერ არ მიუღწევია, სამომხმარებლო ბაზარზე ფასებმა დიდწილად მაინც გადააჭარბა 2008 წლის დონეს. სწორედ ეს ფაქტორი – გაურკვევლობა, მსოფლიო კრიზისი და სპარსეთის ყურის ამბები განაპირობებს ამ პროცესს. შემდეგ კი, ჯაჭვური რეაქციით, ყველამ “წაკრა თითო ქიშტი”, გურამიშვილის არ იყოს.

საქართველოც გლობალური ეკონომიკის მონაწილეა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს წილად მსოფლიო ეკონომიკის მხოლოდ 0,05% მოდის, სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს ჯამში 140-მდე ქვეყანასთან. იმდენად ვართ ჩართული მსოფლიო ვაჭრობასა და კონკრეტულად, ნავთობის იმპორტში, თანაც ჩვენი ეკონომიკაც იზრდება და უფრო მეტი საწვავი გვჭირდება, რომ მსოფლიო ბაზარზე ერთი ბარელი ნავთობის 1 დოლარით გაძვირება ჩვენთვის, 1 წელიწადზე გადაანგარიშებით, დამატებით 12 მილიონი დოლარის გადახდას ნიშნავს. თუ საწყის ფასად 60 ან 70 დოლარს ავიღებთ, წარმოიდგინეთ, ახლა, როცა ფასმა 100 დოლარს დიდი ხანია გადააჭარბა, რამხელა დამატებით ხარჯებთან გვაქვს საქმე. საბოლოო ჯამში კი ამ ყველაფერს რიგითი მომხმარებელი იხდის.

– გასაგებია, რომ ნავთობმომპოვებელ ქვეყნებს ვერ შევედრებით, მაგრამ ისეთი ქვეყნებიც ხომ ბევრია, რომლებიც ჩვენსავით იმპორტზე არიან დამოკიდებული და ფასების მატება ჩვენთან და მათთან ერთნაირად ხდება?

– იქაც საკმაოდ მაღალი ფასებია. თანაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ იმ ქვეყნებში, რომლებიც ჩვენთვის სამაგალითოა, ამ პროცესამდეც გაცილებით მაღალი ფასები იყო ჩვენთან შედარებით. შესაბამისად, იქ ფასების ნამატი შეიძლება ისეთი მასშტაბური არ არის. გარდა ამისა, ამ ქვეყნებს გაცილებით მაღალი ინსტიტუციური სიმყარე აქვთ, ხოლო პოლიტიკური, სამომხმარებლო და საგადასახადო კულტურა ისეთ დონეზეა, რაც ჩვენთვის ჯერ კიდევ მიუღწეველია. ეს ფაქტორიც მუშაობს.

– ანუ, ეს ფასი, რაც არის დღეს ჩვენთან, ლოგიკურია?

– ჩვენ ახლა სირაქლემას პოზაში ვერ დავმალავთ თავს ქვიშაში და ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი რიგზეა. ეს არის მოცემულობა, რომელსაც სჭირდება ადეკვატურად რეაგირება და ვიდრე შემეკითხებოდეთ, ახლავე გეტყვით, რომ აქციზური განაკვეთის შემცირება, რაზეც დღეს ძალიან ბევრი ლაპარაკია, ბევრი მიზეზის გამო არაეფექტიანად და არაშორსმჭვრეტელურად მიმაჩნია. აქციზური განაკვეთის შემცირებით ყველაზე მეტად მოსახლეობის მაღალშემოსავლიანი კატეგორია ისარგებლებს, ხოლო დაბალშემოსავლიანებისთვის ეს სარგებელი მინიმალური იქნება, თანაც მეტად მოკლევადიანი აღმოჩნდება. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ბიუჯეტი გაწერილია, შემოსავლები და ხარჯები კი დაბალანსებული. თუ შემოსავლებს შევამცირებთ, რის ხარჯზე უნდა მოვახდინოთ მისი კომპენსირება? გამოდის, უარი უნდა ვთქვათ გარკვეულ პროგრამებზე, მათ შორის სოციალურზეც, რადგან ბიუჯეტს მხოლოდ იმის განაწილება შეუძლია, რაც მისი მობილიზების სქემაში წერია.

თუ გვინდა მომხმარებელთა ცალკეულ კატეგორიებს გავუკეთოთ შეღავათი, მათზე მიზნობრივი, სელექციური ნიშნით უნდა ვიზრუნოთ. საერთოდ,

ფასები და აქციზი კი არ უნდა შევამციროთ, არამედ იმ კონტინგენტს გავუწიოთ დახმარება, რომლის საქმიანობაც განსაკუთრებით მგრძნობიარეა ფასების მიმართ. ასეთი შეიძლება იყოს აგროსასურსათო სექტორი, სადაც მოხვნის, დამუშავების, მელიორაციისა და რიგი სხვა სამუშაოებისთვის საწვავი პირველადი მოთხოვნილების საგანია.

ვინაიდან ისედაც დიდწილად ვართ დამოკიდებული იმპორტზე, საწვავის გაძვირება ამ კატეგორიის მომხმარებლებს მძიმე დარტყმას მიაყენებს, რის გამოც იძულებული ვიქნებით კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ იმპორტი და ადგილობრივი წარმოება შევკვეცოთ. ეს მიზნობრივი დახმარება შეიძლება გაკეთდეს გარკვეული სოციალური ჯგუფებისთვისაც, მაგრამ აქციზური განაკვეთის საყოველთაო შემცირება პოპულისტურ ნაბიჯად მიმაჩნია. ამ წინადადებას არავითარი ეკონომიკური საფუძველი, პირობა და რაც მთავარია, გამართლება ნამდვილად არ გააჩნია.

– უშუალოდ ნავთობპროდუქტებზე ფასების შემცირებისთვის საქართველოში რამის გაკეთება შესაძლებელია?

– აქ ისევ და ისევ რესურსების რაციონალურ გამოყენებას მივადგებით. თვალი გადავავლოთ ქუჩებს, სავსეა ავტომობილებით და საერთოდ არ იგრძნობა, რომ საწვავი გაძვირდა და დიზელის ფასმა თითქმის ხუთ ლარს გადააჭარბა. ამ მიმართულებით რაციონალური დამოკიდებულება გვჭირდება და მეტი უნდა ვიფიქროთ, მაგალითად, თბილისში მიწისქვეშა ტრანსპორტის ხაზების გაყვანაზე, თუმცა შეიძლება ეს უკვე გაცვეთილი თემაც იყოს. მოქალაქეები მარტო თბილისის ფარგლებში წელიწადში საცობებში იმდენ დროს ხარჯავენ, მისი ალტერნატიული ღირებულება მილიარდ ლარს აღემატება. ეს თანხა ფიზიკურად რომ გვქონდეს, სულ ცოტა, ორი სადგურისა და გადასარბენი გვირაბების მშენებლობას ეყოფოდა.

მართალია, იყო ინფორმაცია მცხეთასა და რუსთავს შორის მიწისზედა ტრანსპორტის განვითარების შესახებ, მაგრამ ეს მაინც ვერ გადაწყვეტს უშუალოდ ქალაქში მოძრაობის პრობლემას. რა მნიშვნელობა აქვს, მაგალითად, ლონდონიდან სიდნეიში ხუთ საათში თუ ჩაფრინდებით, როცა იქ ჩემოდნის აღებისთვის სამი საათი დაგეხარჯებათ? ამიტომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ყველა ტექნოლოგიური და დროითი კვანძის ოპტიმიზაციაზე. ქალაქებში შიდასატრანსპორტო ქსელის გაუმჯობესება აუცილებელია, თუმცა არასაკმარისი პირობაა საცობების ურბანული პრობლემის გადასაჭრელად.

– ეს მაინც შორეული პერსპექტივაა და დღეს რა არის გამოსავალი? და ხომ არ არის მოსალოდნელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირებაც?

– რა თქმა უნდა, ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. თუ საწვავის გაძვირება გაგრძელდა, ეს სხვა სახის ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულებაზეც აისახება და გავლენას მოახდენს ყველა იმ პროდუქტის საცალო ფასზე, რომლის დისტრიბუციაშიც საწვავი გამოიყენება. ფაქტობრივად, ეს ყველაფერზე მოახდენს გავლენას, მაგრამ ზუსტად ამ დღეებში სტატისტიკის სამსახურმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ შარშან ხელფასი საშუალოდ 9,9%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც ინფლაცია დაახლოებით 4%-მდე იყო – ანუ საშუალოხელფასი უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე ინფლაციის ტემპი. განაგრძეთ კითხვა…

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ყეინიშვილზე გამოძიებაზე სუს-იდან ინფორმაცია არ მქონია, მიზეზით დავინტერესდები – კობახიძე
  • “ჩემთვის პატივია საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის მასპინძლობა, დავადასტურეთ მზადყოფნა ორმხრივი პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის”- რას ამბობს ირაკლი კობახიძე
  • მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება სავარაუდოდ, 13 ოქტომბერს გაუფორმდებათ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge