პატიმრობაში მყოფმა ბათუმელმა მედროშემ, ზურაბ ჭავჭანიძემ შიმშილობა შეწყვიტა.
სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა აქტივისტმა შიმშილობის შეწყვეტის შესახებ ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეს სატელეფონო ზარის მეშვეობით აცნობა.
უწყვეტი პროტესტის მონაწილე, ზურაბ ჭავჭანიძე, დაკავების შემდეგ, პროტესტის ნიშნად 58-ე დღეა შიმშილობდა.
ვლადიმერ გველესიანს, სერგო მეგრელიშვილს, ზურაბ ჭავჭანიძეს, გიორგი რურუას, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, გიორგი ქორქიას, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, ლაშა ივანაძეს, ლევან ჯიქიას, სულხან ტუღუშს, ხვიჩა გოგოხიასა და რამაზ მამულაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
