ირაკლი ღარიბაშვილის 12 თებერვალს ჩანიშნული სასამართლო პროცესი დღეს, ერთი თვით ადრე გაიმართება.
საქმეს მოსამართლე ეკა ბარბაქაძე განიხილავს. უცნობია დაესწრება თუ არა საკუთარ სასართლოს ღარიბაშვილი. მთავარი ოცნების ყოფილ პრემიერის ადოვკატთან დაკავშირებას ცდილობს.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით გათვალისწინებული ეს დანაშაული, დამტკიცების შემთხვევაში, 9-დან 12 წლამდე პატიმრობით ისჯება. ამ დროისთვის, ღარიბაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 1 მილიონი ლარის ოდენობით გირაო აქვს შეფარდებული. აღნიშნული გირაო მან საცხოვრებელი ბინით უზრუნველყო. ღარიბაშვილს აკრძალული აქვს ქვეყნის დატოვება და ჩამორთმეული აქვს პასპორტი
