სიცოცხლის ბოლო წუთები ნანგრევებში – 3 წლის თაის დედის ცხედარი მაშველებმა მის ქვემოთ, ერთ მეტრში იპოვეს.
ხუთი შვილის დედა ნინო ჭელიძე გლდანში, მაღაიზა შოპ-მარინაში კონსულტანტად მუშაობდა. აფეთქებას მისი ხუთი შვილიდან სამი გადაურჩა. ბავშვები სკოლაში წავიდნენ, თაია ბაღში დადიოდა, იმ დღეს არ წავიდა.
ნინო ყველაზე პატარა შვილებან თაიასთან და ნუცასთან ერთად მარტო იყო. იმ დღეს ადრიანად გასულა სახლიდან მეუღლე – ბორის ფხალაძე, რომელიც ხელოსანია.
ჭელიძეების გარდა მეორე სართულზე ცხოვრობდნენ 33 წლის ვერონიკა ვანიშვილი – რისტიჩი და მისი 6 წლის ქალიშვილი არიანა რისტიჩი.
დედა-შვილის ცხედრები მაშველებმა ერთად იპოვეს – ჩახუტებულები. ვერონიკა ერთ-ერთ კომპანიაში მარკეტინგის ხელმძღვანელი იყო. ტრაგედიის დღეს მას შენობის უკანა მხარეს შვილთან ერთად ეძინა. ამ დროს სახლში იყვნენ მისი დედა და ბებიაც – ისინი მაშველებმა გამოიყვანეს,
დედა და ბებია დილიდან შუაღამემდე კორპუსის წინ ელოდნენ სამძებრო სამაშველო ოპერაციიის დასრულებას. ვერონიკას მეუღლე კი ტრაგედიის დღეს სერბეთში იყო, მან სოციალური ქსელებით გაიგო თბილისში მოხდარი აფეთქების შესახებ. პატარა არიანა იმ დღეს სკოლაში ავადმყოფობის გამო ვერ წავიდა, მისი სკოლა სახლიდან შორის არის, ამიტომ წესით იმ დროს ის გზაში უნდა ყოფილიყო.
19 ნოემბერის ტრაგედიას ემსხვარლა ჯაბა საყევარაშვილი – 28 წლის კურიერი. მისი ცხედარი ფონიჭალაში, რუსთაველის გზატკეცილის 16 ნომერში ყველაზე ბოლოს იპოვეს. როგორც ახლობლები ყვებიან ჯაბასაც ეძინა. მისი ბინა სწორედ ბინის ქვეშ იყო, სადაც აფეთქება მოხდა.
მეზობლები ამბობენ, რომ ჯაბამ წინა დღეს დედის საფლავი მოაწესრიგა, ძმა ემიგრაციაში ჰყავს, მამა ტრაილერის მძღოლია, დატრიალებული ტრაგედიის დღეს ის რეისზე იყო. ახლა გზიდან ბრუდნება რომ შვილი უკანსკნელ გზაზა გააცილოს.
მეექვსე მსხვერპლი ლალი შიშმანაშვილია – 55 წლის ქალი კორპუსის პირველ სართულზე ცხოვრობდა. აფეთქების მომენტში მასთან სახლში იყვნენ შვილებც, ისინი გადარჩნენ, თუმცა ქალი, როელიც რეპეტიტორობით არჩენდა ოჯახს, საკუთარი სახლის ნანგრევებში დაიღუპა.
ფონიჭალის უსინათლოთა დასახლებაში კორპუსი, რომლის ორი სადარბაზო აფეთქების შედეგად ჩამოინგრა, საბჭოთა დროს აშენებული პანელური შენობაა. მიწისძვრის ან აფეთქების დროს ეს კორპუსების უფრო საშიშია, რადგან შენობა დომინოს პრინციპით იშლება. ასე მოხდა 19 ნოემბერს ფონიჭალაშიც.
სათვავალო კამერის ჩანაწერში ჩანს, რომ კორპუსის მეხუთე სართულზე მდებარე ბინა ფეთქდებადა მალევე ყველაფერს ცეცხლი ეკიდება. სახლში ამ დროს 31 წლის ილია ისაევი იყო. ახალგაზრდა კაცი ბათუმდან დაბრუნდა, ბინა რამდენიმე თვე დაკეტილი იყო. აეროგადაღების კადრებში, რომელიც “შაბათის ეთერმა” გადაიღო, ჩანს, რომ ბინაში გაზსი ორი მოწყობილობა იყო დამონტაჟებულ. ერთი გათბობის ქვაბი, მეორე გაზქურა. ერთ ერთი ვერსიით ილია ისავემა ღამით ორჯერ სცადა გათბობის ჩართვა, მაგრამ არ გამოუვიდა, სავარაუდოდ, მას ონკანი დარჩა მოშვებული და გაზი ბინაში მთელი ღამე გროვდებოდა.
მობინადრეს, რომელის ბინაც აფეთქდა, გათბობის ქვაბი არა აივანზე, არამედ ბინაში ჰქონდა დამონტაჟებული – ეს ჩანს კადრებშიც
