Saturday, January 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ამ ბაქტერიამ შეიძლება გამოიწვიოს ღებინება, საერთო სისუსტე”-ივანე ჩხაიძე მშობლებს აფრთხილებს

January 9, 2026
“ამ ბაქტერიამ შეიძლება გამოიწვიოს ღებინება, საერთო სისუსტე”-ივანე ჩხაიძე მშობლებს აფრთხილებს

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „ნესტლეს“ იმ კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებით გააკეთა განმარტება, რომელიც შეიძლება, ტოქსინ Cereulid-ს შეიცავდეს. მისი თქმით, არ მიიჩნევა, რომ „ნესტლეს“ ყველა პროდუქტი შეიცავს ბაქტერიას.

„ეს გახლავთ ის ბაქტერია, რომელმაც შეიძლება, შეიძლება, გამოიწვიოს ღებინება, ნაწლავთა მოქმედების გახშირება, საერთო სისუსტე, მუცლის ტკივილი. ერთჯერადი ღებინება, როგორც წესი, ბავშვისთვის საგანგაშო არ არის, მაგრამ თუ ღებინება მრავალჯერადია, მაშინ არის გაუწყლოების განვითარების რისკი, რაც აუცილებლად საჭიროებს ექიმის ჩარევას და საჭიროების შემთხვევაში ინტრავენურ გადასხმასაც. ჯერჯერობით, მიმართვიანობის ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. რა თქმა უნდა, არ ვთვლით, რომ „ნესტლეს“ ყველა პროდუქტი, რაც ქვეყანაშია შემოსული, აუცილებლად შეიცავს ამ ბაქტერიას”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

როგორც ცნობილია, სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით „ნესტლე საქართველოს“ ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების ამოღების პროცესი მიმდინარეობს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „ნესტლე ჯგუფმა“ სხვადასხვა ბაზრიდან, მათ შორის საქართველოდან, ბავშვთა კვების გარკვეული პროდუქციის გამოთხოვის შესახებ გადაწყვეტილება გარე მომწოდებლისგან მიღებულ ნედლეულში (მცენარეული ზეთი – ომეგა-6 არაქიდონმჟავების წყარო) ტოქსინ Cereulid-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო მიიღო, იმის მიუხედავად რომ ამ ინგრედიენტის შემცველობა მინიმალურია და ტოქსინ Cereulid-ის შემცველობა საქართველოს და სხვა, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებშიც არ ნორმირდება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პედიატრი, თემურ მიქელაძე მშობლებს მიმართავს
  • “ომი კვლავ მოდაშია და ომისადმი მისწრაფება მატულობს” – რომის პაპი, ლეონ XIV-ე
  • მოსალოდნელია თოვლი – გაფრთხილება მოსახლეობას

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge